2 კვირაში შეგიძლიათ დაიკლოთ 7 კგ-მდე - როგორ დავიცვათ წიწიბურას დიეტა - Gemrielia.ge

2 კვირაში შეგიძლიათ დაიკლოთ 7 კგ-მდე - როგორ დავიცვათ წიწიბურას დიეტა

წიწიბურას დიეტა წონის დასაკლებად საკმაოდ ეფექტური და სწრაფი საშუალებაა. ამ ტიპის მონოდიეტის უპირატესობა არის ის, რომ ხელმისაწვდომია და თან საკვები მარტივად მოსამზადებელია. არ გჭირდებათ სხვადასხვა სახეობის რამდენიმე კერძის მომზადება. თავად ირჩევთ დამხმარე პროდუქტებს, შესაბამისად, არ გიწევთ მხოლოდ ფაფის ჭამა და არც გბეზრდებათ. და რაც მთავარია, ამ დიეტის საშუალებით შეგიძლიათ 2 კვირაში 7 კგ-მდე დაიკლოთ. საოცარი შედეგია, არა?

wiwibura1.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: „არსად არ მიჭამია ასე გემრიელად გაკეთებული წიწიბურა... საჭიროა მხოლოდ 1 საიდუმლო ინგრედიენტი“ - მკითხველის რეცეპტი

როგორ დავიცვათ წიწიბურას დიეტა?

1. წიწიბურა უნდა იყოს ყველა კვების ძირითადი კომპონენტი;

2. აუცილებელია დღეში მინიმუმ 4 პორცია წიწიბურას ფაფის მიღება;

3. წიწიბურა შეგიძლიათ მოხარშოთ წყალში, ან ბოსტნეულის ბულიონში;

4. ფაფა რომ არ მოგბეზრდეთ და თან კვების რაციონიც გაიმრავალფეროვნოთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეული, ხორცი ან/და კვერცხი;

wiwibura.jpg

5. წიწიბურას მომზადებისას არ გამოიყენოთ მარილი;

6. დიეტა დაიცავით 7-დან 14 დღემდე. სასურველი შედეგისთვის სტაბილურობა აუცილებელია.

7. დიეტა რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს, დაუმატეთ ფიზიკური ვარჯიში (თუნდაც მცირე) და მეტისმეტად ნუ გადაიღლებით მუშაობით. ამ დროს მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. ეცადეთ გეძინოთ მინიმუმ 7 საათი.

დიეტის დროს ნებადართული პროდუქტები

xil-bostneuli1-1649147417.jpg

ამ დიეტის დროს მთავარი პროდუქტი წიწიბურაა. შეგახსენებთ, რომ იგი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და მინერალებს. მასთან ერთად სასურველია ბოსტნეულის ჭამა, როგორიცაა თეთრი კომბოსტო, ლობიო, კიტრი, პომიდორი და სხვა. დიეტაში ასევე უნდა შეიტანოთ ხილი დაბალი შაქრის შემცველობით (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი და სხვა). დიეტოლოგები გვირჩევენ წიწიბურას დავუმატოთ ქათმის ფილე ან თევზი. ასევე, დღის რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ უცხიმო რძის პროდუქტები და კვერცხი (ზომიერი რაოდენობით).

აკრძალული პროდუქტები

this-fast-food-chain-makes-more-money-per-store-than-mcdonalds.jpg

დიეტის დროს არ მიიღოთ ცხიმიანი ხორცი (ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი). ტკბილეული კატეგორიულად აკრძალულია. ასევე უარი თქვით ფასტფუდზე, კონსერვებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. წიწიბურას დიეტის დროს უნდა დაივიწყოთ მაკარონი და თეთრი პურიც.

წიწიბურას დიეტის სარგებელი

wiwibura-1-1684309092.jpg

  • ხელს უწყობს წონის სწრაფ კლებას;
  • ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას;
  • ავსებს ორგანიზმს ცილის საჭირო რაოდენობით;
  • დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე.

უარყოფითი მხარეები:

wiwibura-2-1684309126.jpg

  • შეიძლება გამოიწვიოს ცხიმების, D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობა;
  • არ არის სასურველი მისი დაცვა დიდი დროის განმავლობაში;
  • საშიშია მრავალი სერიოზული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ, თუკი გაქვთ რაიმე მიმდინარე დაავადება, ამ დიეტის დაცვის წინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.