რომელია 7 ყველაზე ძვირადღირებული ბოსტნეული მსოფლიოში - Gemrielia.ge

რომელია 7 ყველაზე ძვირადღირებული ბოსტნეული მსოფლიოში

ადამიანების ნაწილს ურჩევია, რომ ორგანულ ბოსტნეულში მეტი თანხა გადაიხადოს. შესაბამისად, არსებობს კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ ფულის გადახდა უნიკალურ ბოსტნეულში, რომელთა ფასიც არც ისე დაბალია, ნამდვილად ღირს.

იაპონური პროდუქტები, როგორებიცაა ისპანახი იამასიტა, სოკო მაცუტაკე და ვაცაბის ძირი იმდენად ინტენსიურ მოვლას საჭიროებს, როგორც ზრდის, ასევე მოსავლის აღების დროს, რომ შესაბამისად იზრდება მისი ღირებულებაც.

გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეულის ჩამონათვალს

ასევე დაგაინტერესებთ: TOP 10 ყველაზე ძვირი საკვები, რომლებიც რიგითი ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია

ისპანახი იამასიტა

spinachyamashita-1684482274.jpg

მას ერთადერთი მწარმოებლი, ასაფუმი იამასიტა ჰყავს, რომელიც ცნობილია როგორც "იაპონური ბოსტნეულის სპიკერი". Food Republic-ის ინფორმაციით, მისი ერთადერთი კლიენტები ცნობილი რესტორატორები და მიშლენის ვარსკვლავიანი მზარეულები არიან. 1 კილოგრამი იამასიტას ღირებულება დაახლოებით 32 დოლარია.

სვიას გირჩი

hops-1684482288.jpg

მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. იმისათვის, რომ საშუალო მოცულობის სვია მიიღოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ბუჩქი უნდა დარგოთ. ამასთან, საკმაოდ რთულია მათი მოკრეფა. ფასიც შესაბამისი აქვს - ერთი კილოგრამი 975 დოლარი ღირს.

სვიას ჭამა ნედლადაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ მწარეს მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ. სხვა შემთხვევაში მას ზეთთან და ნიორთან ერთად თუშავენ.

კარტოფილი Le Bonnotte

bonnottepotatoes-1684482307.jpg

შესაძლოა, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილია - ერთი კილოგრამის ღირებულება 1220 დოლარს შეადგენს.

გამორჩეულად გემრიელი და არომატული კარტოფილი საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ Noirmoutier-ზე მოდის, სადაც ფერმერები მას ხელით კრეფენ.

ადგილობრივი წყალმცენარეები და ოკეანის მარილიანი წყალი მას გამორჩეულ გემოს აძლევს. პროდუქტს მოკლე სეზონი აქვს და მოსავალი, როგორც წესი, 100 ტონას არ აღემატება.

ვარდისფერი სალათის ფოთოლი

la-rosa-del-veneto-radicchio-1684482322.png

La Rosa del Veneto radicchio, ცნობილი როგორც ვარდისფერი სალათის ფოთოლი ან ვარდკაჭაჭა, არის პრემიუმ ფოთლოვანი ბოსტნეული. თავდაპირველად ის მოდიოდა ვენეციაში, ახლა კი მისი ნახვა აშშ-შიც შესაძლებელია.

მცენარეს "აიძულებენ" მოვარდისფრო გახდეს: რაღაც დრომდე მას ზრდიან, შემოდგომაზე მოსავალს იღებენ და შემდეგ გადარგავენ და პროდუქტი ზრდას სიბნელეში ასრულებს.

New York Post-ის ცნობით, Campo Rosso-ს ფერმაში ვარდისფერ სალათის ყიდვა 24 დოლარად შეგიძლიათ, რაც დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სალათის ფოთოლი... გააგრძელეთ კითხვა