„ეს ფერი ბლოკავს დადებით აურას...“ - რომელი ფერია სასტიკად აკრძალული საახალწლოდ და რომელი დაგვიცავს უარყოფითი ენერგიისგან? - Gemrielia.ge

„ეს ფერი ბლოკავს დადებით აურას...“ - რომელი ფერია სასტიკად აკრძალული საახალწლოდ და რომელი დაგვიცავს უარყოფითი ენერგიისგან?

მსოფლიოს ყველა კუთხეში საახალწლო დღესასწაულებს თან ახლავს გარკვეული ტრადიციები და რწმენა. ერთ-ერთი მათგანია ფერის არჩევა საახალწლო დეკორაციებისთვისა და ახალი წლის სუფრისთვის. აღმოსავლური კულტურული წეს-ჩვეულებებისა და სიმბოლიზმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ ფერებს უნდა მოვერიდოთ ახალ 2024 წელს.

რომელი ფერია სასტიკად აკრძალული საახალწლოდ?

11-1701092812.jpg

ჩინური ტრადიციის თანახმად, არსებობს გარკვეული ფერები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული. არ გამოიყენოთ ეს დეკორაციებში, მაგალითად სახალწლო ხელსახოცები, სუფრა, თეფშები და ა.შ. ამ ფერის გამოყენებით თქვენ შეაშინებთ დრაკონს და მისი კარგი განწყობა და ბედნიერი ენერგია, რომელიც თქვენ მთელი წელი უნდა გაგყვეთ, დაიბლოკება. ერთ-ერთი ასეთი ფერია შავი.

შავი ფერი, მიუხედავად მისი პოპულარობისა მოდის სამყაროში, საახალწლოდ შეუფერებლად ითვლება. ის ასოცირდება სევდასთან და სიმძიმესთან. ნათელი და მხიარული ფერები, როგორიცაა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან მწვანე, ხელს შეუწყობს სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნას და დადებითი ემოციების მოტანას.

დადებითი ენერგიისა და წარმატების მომტანი ფერები ახალი 2024 წლის დასახვედრად

mwvane1-1701092316.jpg

ვინაიდან 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია, მწვანე განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ეს სიმბოლოა ჰარმონიისა და ზრდის. მწვანე სამოსის ან დეკორაციის არჩევით, თქვენ გამოხატავთ სურვილს იყოთ ბუნებასთან ჰარმონიაში და მიაღწიოთ ზრდას ცხოვრების ყველა მომენტში.

ყავისფერი ფერი წარმოადგენს ხის ანარეკლს. ის თქვენს მომავალ ცხოვრებაში სტაბილურობასა და წონასწორობას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს შემოიტანს. ეს ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს საიმედოობასა და პასუხისმგებლობას.

რა ფერი დაგიცავთ უარყოფითი ენერგიისგან

axaliweli1-1701092579.jpg

აღმოსავლური რწმენის მიხედვით, სადღესასწაულო დეკორაციებისა და ტანსაცმლის ასარჩევად უპირატესობა მიანიჭეთ წითელს. აღმოსავლეთში წითელი ფერი ითვლება, როგორც ნეგატივის სააწინააღმდეგო ფერი, რადგან ის ენერგიისა და ბედნიერების სიმბოლოა.

მოდური საახალწლო ფერები

istock-1173988227-1701092728.avif

წლის ბოლოს თანდათან პოპულარობას იძენს პასტელური ფერები, მზიანი ყვითელი, რომელიც პოზიტიური ცვლილებებისა და იმედის სიმბოლოა. ახალი 2024 წლის ფერებია: ოქროსფერი, მწვანე, ყავისფერი, ლურჯი, წითელი და სხვა მდიდარი ფერები. აირჩიეთ ის, რაც მოგწონთ და აღნიშნეთ ახალი 2024 წელი მხიარულ გარემოში.

ასევე დაგაინტერესებთ: