"ეს მოგიტანთ წარმატებას, ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას..." - როგორ უნდა აღნიშნოთ 2024 წლის შემობრძანება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რამდენიმე დღეში ახალი წლის დადგომას ვიზეიმებთ. 2024 წლის მმართველი ხის მწვანე დრაკონი იქნება, რომლის შემობრძანებასაც მისი სურვილების გათვალისწინებით უნდა შევხვდეთ, რათა მმართველის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, მთელი წელი წარმატებულები და ბედნიერები რომ ვიყოთ.
ვერძი
ხის დრაკონს, ისევე როგორც თქვენ, გიყვართ საზოგადოებაში თავის გამოჩენა. იმისათვის, რომ წელი ბედნიერად დაიწყოს და წარმატებულად გაგრძელდეს, მდიდრულად მორთეთ სახლი საახალწლო დეკორით. წლის მმართველის ფიგურა მოათავსეთ საძინებელში ან სახლის აღმოსავლეთ მხარეს. შეხვდით ახალ წელს მხიარულ გარემოში. სუფრაზე მოათავსეთ სხვადასხვა კერძი, - კრევეტებიდან დაწყებული შემწვარი შამპინიონებით დამთავრებული. სამოსიდან შეარჩიეთ ჰაეროვანი, მაგრამ პრაქტიკული და ორიგინალური დეტალებით გაფორმებული. ახალი წელი ფეიერვერკის გარეშე წარმოუდგენელია, იყავით ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად აანთეთ.
კურო
კუროსთვის რეკომენდებულია 2024 წლის შეხვედრა ისეთ სამოსში, რომელშიც ჭარბობს: ოქროსფერი, შავი, ყვითელი. სამკაული უნდა იყოს ელეგანტური, ძვირად ღირებული. იმისთვის, რომ წარმატება მიიზიდოთ, ნაძვის ხე მისაღების ჩრდილო-დასავლეთით მოათავსეთ და ტრადიციულად, ბურთებით, ციმციმებითა და გირლანდებით გააფორმეთ. თუ გსურს დრაკონის წელში მოგზაურობა, დაადეთ პატარა გლობუსი ნაძვის ხეს. თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ ხეზე დაკიდოთ ზარები და ანგელოზები. სუფრაზე დაალაგეთ ხორციანი კერძები. იზრუნეთ დესერტზეც.
ტყუპი
ტყუპი გამუდმებით ისწრაფვის სიახლისკენ, უყვართ ცვლილება და ნათელი შთაბეჭდილებები. ამიტომ სტუმრების მოსვლამდე შინ შექმენით უჩვეულო პროგრამა დრაკონის წლის აღსანიშნავად. ოთახებში განათავსეთ მანათობელი სათამაშოები, წლის სიმბოლოს ფიგურები და დეკორაციები. მოაწყვეთ მხიარული შეჯიბრებები, ცეკვები და თამაშები. კარგი იქნება ძველი ტრადიციების გახსენებაც. ფინანსების მოსაზიდად მანდარინით გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებს. მანდარინი აღმოსავლეთში ნიშნავს ოქრო, სიმდიდრეს. გააკეთეთ ნიღბები სტუმრებისთვის და მოაწყვეთ ორიგინალური კარნავალი.
კირჩხიბი
ხის დრაკონის წლის შემობრძანება იზეიმეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. თუმცა, შინ შეგიძლიათ მოიწვიოთ... ნათესავები, მეგობრებიც. იყავი მხიარული და გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, სტუმარმასპინძლობა. სუფრაზე კერძები უნდა იყოს მრავალფეროვანი. დესერტის ან ტორტის მომზადება შესაძლებელია 2024 წლის მფარველის სახით. სუფრა უნდა გააწყოთ მწვანე, იასამნისფერ ან ლურჯ ფერებში. კირჩხიბმა ქალმა უნდა ატაროს მარგალიტიანი სამკაული, რომ გახდეს უფრო ბრძენი და იპოვოს პირად ბედნიერება. შეიძინეთ დრაკონის ფიგურა და მოათავსეთ ოთახის ჩრდილო-დასავლეთით. ეს თილისმა ოჯახს კეთილდღეობას და ჰარმონიას მოუტანს მთელი წლის განმავლობაში.
ლომი
დრაკონსა და ლომს ბევრი მსგავსება გაქვთ. ორივეს გიყვართ ლიდერობა და დღესასწაულები. იმისათვის რომ იდეალური წელი გქონდეთ, გაარკვიეთ, როგორ უნდა აღნიშნოთ დრაკონის წელი. პირველ რიგში მთავარია, გქონდეს გართობის განწყობა. ინტერიერი უნდა გქონდეთ განათებული. ფანჯრებზეც კი ჩამოკიდეთ საახალწლო დეკორის ნათურები. რაც შეეხება საახალწლო ჩაცმულობას, ლომმა ქალმა ჩაიცვით დედოფლურად. თუნდაც, აღმოსავლურ სტილში, გაიკეთეთ მკვეთრი მაკიაჟი, სამკაულები უნდა იყოს ძვირფასი თვლების. მამაკაცებსაც მმართებთ მეფურად ჩაცმა. გარშემო ყველაფერი უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი და მდიდრული. სუფრის გასაფორმებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხილი და არომატული სანელებლები, სანთლები. არ დაგავიწყდეთ შამპანურის ჩაცივება და ეგზოტიკური დესერტები...განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
- „ეს ფერი ბლოკავს დადებით აურას...“ - რომელი ფერია სასტიკად აკრძალული საახალწლოდ და რომელი დაგვიცავს უარყოფითი ენერგიისგან?
- „მოგიტანთ წარმატებას და ბედნიერებას თუ ახალი წლის ღამეს 12 ცალ ყურძნის მარცვალს მიირთმევთ“ - საიდან გაჩნდა ეს საახალწლო ტრადიცია, რომელმაც მთელი მსოფლიო და სოციალური ქსელები მოიცვა
- "არ უნდა მიირთვათ ეს კერძები, რადგან ისინი არ ერწყმის დრაკონს..." - რისი დადება არ შეიძლება საახალწლო სუფრაზე და როგორ უნდა დავხვდეთ ახალ 2024 წელს?
- "მოამზადეთ ამ სალათებიდან ერთ-ერთი მაინც და თქვენ კარგი წელი გექნებათ" - ჩინური კალენდრის მიხედვით რა უნდა დავახვედროთ დრაკონს ახალ 2024 წელს?