"ამ პროდუქტების ჭარბი მიღება, ნაადრევად აბერებს კანს" - 6 საკვები, რომელიც დაბერებას აჩქარებს
სამედიცინო მეცნიერების მიღწევები უკვე გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ: ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში რეალურია. ამაში ადამიანს მხოლოდ ჯანსაღი ძილი, რეგულარული ვარჯიში, კანის მოვლა და მუდმივი სტრესის არარსებობა ეხმარება.
ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც მიირთმევთ – ცნობილია, რომ ზოგიერთი საკვები უარყოფით გავლენას ახდენს სხეულზე.
- ყავა
ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას. ორგანიზმში საჭირო რაოდენობის წყლის ნაკლებობა იწვევს კანის სიმშრალეს და კოლაგენის გამომუშავების შემცირებას. ეს არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდულ კანზე. სწორედ ამიტომ, ყავის მოყვარულებს შეიძლება განუვითარდეთ ნაადრევი ნაოჭები. ექიმები გვირჩევენ არ დალიოთ დღეში ორ-სამ ფინჯანზე მეტი ყავა. და ნუ დაუმატებთ მას შაქარს.
- შაქარი
შაქარი ასევე იწვევს კანის გაუწყლოებას, ნებისმიერი ფორმით - ჩიზქეიქებში, შოკოლადში, ტკბილ გაზიან სასმელებში, ფუნთუშებში. გარდა ამისა, შაქარი იწვევს გლიკირების პროცესს: წარმოქმნილი ნაერთები გროვდება ორგანიზმში და იწვევს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების პრობლემებს. მათ გარეშე, როგორც სისხლძარღვები, ასევე კანი ზიანდება. ამიტომ ჯობია ყოველდღე ტკბილეული არ მიირთვათ.
- ალკოჰოლი
სასმელი ზოგადად საზიანოა, თუნდაც მცირე რაოდენობით. ალკოჰოლი ასევე ახდენს სხეულის დეჰიდრატაციას. აღინიშნება სახის შეშუპება, ლოყების და ცხვირის სიწითლე. ფორების გაფართოება, ცხვირის ნაოჭი უფრო გამოხატულია და წარბებს შორის ჩნდება ნაოჭები...განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
„ამაღლებს გუნება-განწყობას, აახალგაზრდავებს კანს...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს პომიდორს?
თაფლი - ყველაზე სასარგებლო საკვები და გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი
აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს შინაგან ორგანოებს - 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ შავი ქლიავი
ბრინჯის ფქვილი - უნიკალური ინგრედიენტი კანის გაახალგაზრდავების წარმოუდგენელი ეფექტით!