"ცივი ხელებისა და ფეხების პრობლემას სხვა დარღვევებიც მოჰყვება... გეტყვით 7 მიზეზს, რაც შეიძლება, ცივ კიდურებს იწვევდეს" - გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "შენი დილა" ცივი კიდურების პრობლემაზე საუბრობს და ყველაზე ხშირად გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს:
- ძალიან ბევრი მშობელი ნერვიულობს იმაზე, თუ რატომ აქვს მის შვილს ცივი ტერფები და მტევნები. ახალგაზრდებში ეს ნამდვილად ხშირი მოვლენაა. ბევრს აღენიშნება და შესაძლოა, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ეს რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზი იყოს, რაც, თავის,მხრივ მოგვარებას საჭიროებს და თუ არ მოგვარდება, ცივი ხელებისა და ფეხების პრობლემას სხვა დარღვევებიც მოჰყვება. გეტყვით 7 მიზეზს, რაც შეიძლება, ცივ კიდურებს იწვევდეს:
მოიმატებთ თუ არა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე კვებით? - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე
პირველ რიგში, ეს შეიძლება, რეინოს ფენომენი იყოს. რეინოს ფენომენის დროს, როდესაც ადამიანი სიცივეში გადის, სიცივეზე საპასუხოდ, სისხლძარღვებს სპაზმური რეაქცია აქვს. სისხლძარღვები რამდენიმე წუთის, ზოგჯერ კი საათის განმავლობაში ვიწროვდება. ხელებს სისხლის მიწოდება მკვეთრად უმცირდებათ. ამას რეცეპტორებიც გრძნობს და ადამიანს სიცივის განცდა აქვს. თითებიც ფერს იცვლის, ჯერ მკვეთრად თეთრდება, მერე მოლურჯო ფერი ახლავს და შემდეგ ვარდისფერდება. ეს რეინოს ფენომენია. თუ ადამიანი 15-დან 30 წლამდეა და ასევე, მდედრობითი სქესისაა, ეს ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ცივი ხელები, ან ფეხები ჰქონდეს. მკურნალობის თავისი მეთოდი აქვს. ერთ-ერთი პრევენცია კი ის არის, რომ ადამიანი სიცივეს უნდა მოერიდოს და სპეციალური ხელთათმანი ატაროს. მედიკამენტები, რა თქმა უნდა, უშუალოდ ექიმთან შეთამხმებით უნდა შეარჩიოთ.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ასევე იწვევს ცივ ხელებსა და ფეხებს, ეს შეიძლება ანემია იყოს. ანემიაც უფრო ხშირად ახალგაზრდებში, მდედრობით სქესში გვხვდება. თუ ადამიანს მენსტრუალური ციკლი დარღვეული აქვს, ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრ რკინას კარგავს. რკინის ნაკლებობის ფონზე კი, რკინადეფიციტური ანემია უვითარდებათ. სხეულში ჰემოგლობინის რაოდენობა იკლებს, ასევე იკლებს ჟანგბადის რაოდენობაც, ქსოვილებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებათ, სისხლძარღვები სპაზმირდება და ამის ფონზე, ხელები და ფეხები ცივი აქვთ. როდესაც გოგონებს მენორაგია აქვთ, ანუ ციკლი 7 დღეზე მეტხანს გრძელდება და 80 მილილიტრზე მეტ სისხლს კარგავენ, ეს სხეულში რკინის დონის დავარდნას იწვევს და ანემია ვითარდება...განაგრძეთ კითხვა