რა წესები უნდა დაიცვათ წყლის მიღებისას და შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - რას გვირჩევს ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი - Gemrielia.ge

რა წესები უნდა დაიცვათ წყლის მიღებისას და შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - რას გვირჩევს ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ექიმი საუბორბს თუ რა წესები უნდა დაიცვათ წყლის მიღებისას და შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს.

წყლის დალევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი:

  1. დილით უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი;
  2. კვებამდე და შემდეგ 20 წუთი წყალი არ უნდა დალიო;
  3. წყლის დღიური ნორმის მეტი ნაწილი უნდა მიიღო დღის პირველ ნახევარში, საღამოს 6-ის მერე შედარებით ნაკლები და ძილამდე დაახლოებით 1 საათი უმჯობესია წყალი არ მიიღო;
  4. გაითვალისწინეთ, ვინც არაა დაჩვეული წყლის სმას, მაგრამ დაიწყებს საკუთარი დღიური ნორმის მიღებას, დასაწყისში ექნება ხშირი შარდვა, მაგრამ 1-2 თვეში გაუვლის და შეამჩნევს, რომ ბევრი წყალი აძლევს ენერგიას და შეძლებს წყლის "შეყვარებას".

იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, გამოიმუშავეთ კვების სწორი ჩვევები!

ასევე დაგაინტერესებთ: