გაქვთ თუ არა გამდიდრების შანსი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სიმდიდრე, რომლის შესახებაც ადამიანების 98% ოცნებობს, ხშირად ვიღაცისთვის უბედურებისა და სირთულეების მიზეზი ხდება ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ადამიანში სულიერების დონე, განისაზღვრება მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. ამიტომაც ხდება რომ ზოგს, დიდი ფული უბრალოდ "აფუჭებს". ვნახოთ, ვის აქვს გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.
საინტერესოა ისიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვებენ ვერძი და ტყუპი . მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიურია. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური და დინამიკური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.
მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიისა და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები. კიდევ ერთი მიწის ნიშანი, კურო იშვიათად ხდება დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებსა და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აქვთ.
უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. გაორებული ნიშნის წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსისა და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად...განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ: