სოციალური ქსელში "ნიყვის" მომზადებასთან დაკავშირებით კამათი არ წყდება - ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ სოკო და რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები?
ბოლო დროს სოკო "ნიყვი" ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში, ბევრი მომხმარებელი კითხლობს თუ როგორ უნდა მოამზადოთ ეს უგემრიელესი სოკო და რომელია ყველაზე კარგი რეცეპტი.
სოკო "ნიყვი" წიფლნარში და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი აგვისტო- სექტემბერია. ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე. ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია, ფეხი ღია ყვითელი, ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია. ძირში კი თეთრი თოფრაკია. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება. შედარებით უხვად მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ოკრიბაში. მიირთმევენ ძირითადათ შემწვარს.
გთავაზობთ ნიყვის მომზადების რამდენიმე ხერხს, რომლებსაც შედარებით გამოცდილი ინტერნეტმომხმარებლები რამდენიმე დღეა ერთმანეთს უზიარებენ:
- "მხოლოდ კარაქში შეწვი არც შამფური უნდა და არც თიხა, ცოტა მარილი ბოლოს"
- "გარჩეული და ახლად გარეცხილი ნიყვი დააწყვე ტაფაზე. რაც წყალი შეყვება იმაში მოიხარშება და როცა წვენს შეიშრობს დიდხანს არ გააჩერო ცეცხლზე, თორემ სულ გამოშრება, ცოტა ნამიანი უნდა იყოს. აი როგორ გაიგებ სუფთა ნიყვის გემოს"
- "გენიალურობა სიმარტივეშია, ცხელი თუჯის ტაფა, კარაქი, ნიყვი და ცოტა მარილი. ისიამოვნეთ"
- "არაფერი არ უნდა ნიყვს, თუ გინდა რომ გემო გაუგო შეწვი ზეთში ან კარაქში და მარილი მოაყარე"
- "ტაფაზე დადეთ ნიყვი, გაჭერით შუაზე, შემდეგ დაასხით ცოტა ზეთი და მარილი მოაყარეთ. თუ ქინძის საკმაზ მისცემ კარგია, გემოს გაუგებ სოკოს"
- "ქათმის ხორცივითაა, ყველაზე მეტად კარაქი და შეწვა უხდება. დანარჩენი ვის როგორ უყვარს. პირადად მე ბევრნაირად მაქვს ნაცადი, ჩახოხბილიც კი მაქვს გაკეთებული და ვაღიარებ, შებრაწული კარაქით ყველაზე გემრიელია"
ასევე დაგაინტერესებთ: