რომელი ჩირია ყველაზე სასარგებლო? - Gemrielia.ge

რომელი ჩირია ყველაზე სასარგებლო?

 

ვიტამინები  ახალმოკრეფილ ნაყოფში  მრავლადაა, მაგრამ სანამ ხილი დახლებამდე, იქიდან - მაცივრის თაროებამდე, თაროებიდან კი ჩვენს სუფრამდე მიაღწევს, მისი კვებითი ღირებულება რამდენჯერმე მცირდება. საბედნიეროდ, არსებობს ხერხი, რომლითაც ვიტამინებს შევინარჩუნებთ,პროდუქტს სასარგებლო თვისებებს არ დავუკარგავთ, უფრო მეტიც - შევმატებთ კიდეც. ეს არის ხილის გახმობა. ამ ხერხის წყალობით ხილი ვიტამინების კონცენტრატად გადაიქცევა! როდესაც ვამბობთ ჩირს, მხოლოდ ნატურალურ, შაქრის გარეშე დამუშავებულ ხილს ვგულისხმობთ და სწორედ მის სასარგებლო თვისებებზე მოგითხრობთ.

ვაშლის ჩირი შეიცავს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს: A-ს, PP-ს, C-ს, B-ს, B1-ს, ასევე - პექტინს. ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

Image result for ვაშლის ჩირი

თუ ჩირის მომზადებას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია



ფინიკი კალორიულობითა და ვიტამინების რაოდენობით ნამდვილი ჩემპიონია. მასში განსაკუთრებით ბევრია ვიტამინი B6 (აუმჯობესებს შრომის უნარს და ყურადღების კონცენტრაციას). კიდევ ერთი: ფინიკში არის ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ასპირინს. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას.



შავი ქლიავის ჩირი ბალასტური ნივთიერებებითა და B ჯგუფის ვიტამინების სიმრავლით გამოირჩევა. ის აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, ამაღლებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავს, თირკმელებსა და გულს. შეკრულობის დროს ძალიან კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება. არსებობს ქლიავის ჩირის დამზადების სპეციალური წესი: საჩირედ გამოიყენება მხოლოდ მწიფე, დაუზიანებელი ნაყოფი, რომელსაც კარგად რეცხავენ და 10-15 წუთის განმავლობაში ფუფქავენ 95-970ჩ ტემპერატურის სოდიან წყალში (50 გ სოდა 10 ლ წყალზე). ეს პროცედურა ნაყოფის კანზე წარმოშობს ძალიან წვრილ ნახეთქებს, საიდანაც წყალს აორთქლება უადვილდება. ამის შემდეგ ქლიავს გაავლებენ ცივ წყალში, გააგრილებენ და ერთ ფენად აწყობენ ხახალზე. მზეზე ხმობისას ქლიავს ხშირად აბრუნებენ. თუ ღუმელში ვახმობთ, ხმობა ტარდება სამ ეტაპად: პირველად - 3-4 საათის განმავლობაში 40-50 გრადუსზე, შემდეგ - 4-5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ბოლოს კი მაღალ (60-700 C) ტემპერატურაზე. ჩირს ინახავენ მშრალ და ბნელ სათავსოში თავდახურული ჭურჭლით.

 

Image result for შავი ქლიავის ჩირი



მსხლის ჩირი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

ლეღვის ჩირი ძალიან უხდება ფარისებრ ჯირკვალს. ხალხური მედიცინა მას ხველების საწინააღმდეგოდაც იყენებს: 5 ცალი ლეღვი ჩავაგდოთ ცხელი რძით სავსე ჭიქაში, გავსრისოთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ. გარგარისა და ჭერმის ჩირი ძალიან უხდება გულს. ხელს უწყობს ცხიმების წვას. სასარგებლოა დაბალი ჰემოგლობინის დროს. ძალების აღსადგენად კარგია ასეთი ნარევი: 200 გ ლეღვი, შავი ქლიავი და კურაგა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 25 გ ნიგოზი, მიიღეთ დილაობით თითო სუფრის კოვზი.

 

Image result for ლეღვის ჩირი

 



ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. მას განსაკუთრებით კარდიოლოგები გვირჩევენ - ის ხომ მდიდარია გულისათვის სასარგებლო კალიუმით. მაგნიუმის შემცველობის გამო კი მას ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის.

ნუ შეიძენთ ჩირს, თუ მეტისმეტად ხმელია ან ღვინის გემო დაჰკრავს - ეს უხარისხობის ნიშანია, შავი წერტილები კი მწერების მიერ დაბინძურებაზე მიუთითებს.

mkurnali.ge