როგორ გავხსნათ ჟელატინი სწორად - Gemrielia.ge

როგორ გავხსნათ ჟელატინი სწორად

თითქოს, რა არის აქ სასწავლი? ჟელატინის გახსნა ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, მეტიც, თითქმის ყველა შეფუთვაზე წერია წესი. მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ჟელატინის მომზადებისას, თუ გვსურს, რომ ჟელეს დესერტები ლამაზი და გემრიელი გამოგვივიდეს.


1. აუცილებელია დაიცვათ პროპორციები, სხვაგვარად შესაძლოა რეზინისებური მასა მიიღოთ:
20 გ ჟელატინს + ერთი ლიტრი წყალი = "მოძრავი, ელასტიკური ჟელე";
40-60 გ ჟელატინს + 1 ლ წყალი = ჟელე, რომელიც დანით იჭრება;

2. არ შეიძლება ჟელატინის ადუღება. ასე უბრალოდ დაკარგავს ის თავის თვისებებს და არ შეიკვრება.

3. არ შეიძლება ჟელატინის მასის საყინულეში გაცივება, ის დაკრისტალდება;

4. ჟელატინის გამოშვების ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ძველი ჟელატინი გაფუვდეს და შეიკრას კიდეც, მაგრამ კერძს უსიამო გემოს შესძენს.

5. თუ ჟელესებურ კერძს ამზადებთ დაჭრილი ინგრედიენტებით, დაჭერით ისინი მაქსიმალურად წმინდად.

6. არ გადააჭარბოთ ჟელატინის რეკომენდებულ დოზას, თორემ კერძს გააფუჭებთ.

 

 

იხილეთ:

 

მრავალშრიანი ფერადი ჟელე - ბავშვების საყვარელი დესერტი!

 

 

ჟელეს ტორტი ხილით - მისი გემო სამუდამოდ დაგატყვევებთ!