ვიტამინიზირებული ბომბა: კომშის თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით! პლუს არომატული მურაბის რეცეპტი - Gemrielia.ge

ვიტამინიზირებული ბომბა: კომშის თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით! პლუს არომატული მურაბის რეცეპტი

შემოდგომა - არის სეზონი, რომელიც ყველაზე მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით. სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვისიამოვნოთ ვაშლით, ხურმითა და გოგრით. მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს კომში - ყველაზე გვიანი ხილი, მაგრამ ალბათ ყველაზე სასარგებლო.

 

შევეცდებით გაგარკვიოთ, რამდენად სასარგებლოა ეს ხილი და კონკრეტულად, რა დაავადებების განკურნება შეუძლია მის უნიკალურ თვისებებს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რა ვიტამინებს შეიცავს ეს უნიკალური ნაყოფი. ესენი გახლავთ: A, E, C , PP და B. ასევე შეიცავს უამრავ მაკრო და მიკროელემენტს, კალიუმს, ნატრიუმსა და პექტინურ ნივთიერებებს.

 

თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით, კომში გამოიყენება პანკრიატიტის, ანემიის სკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ეს ნაყოფი ეფექტურად გამოიყენება ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების დროს.

ასევე მიირთვით კომში, თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და საშარდე გზაბის დაავადებები. პექტინის არსებობა ამ ხილში საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კომში, როგორც ანთების საწინააღმედო, სისხლდენის შემაჩერებელი და ანტისეპტიკური საშუალება.

კომშის გულების ნახარში უებარია ანგინის დროს ყელში გამოსავლებად, ბრონქიტის, ტრაქეატის, გასტრიტისა და მეტეორიზმის დროს.

იმისათვის, რომ სწორად მოამზადოთ კომშის გულების ნახარში, საჭიროა წამოადუღოთ 5-10 გ კომშის გული 100 მლ წყალში.

ახლა ყველაზე აქტუალური გრიპის პროფილაქტიკაა, ამისთვის აქტიურად გამოიყენეთ კომში. C ვიტამინის დიდი შემცველობის გამო, კომში არა მხოლოდ არჩენს გაციებას, არამედ დაგიცავთ კიდეც მისგან. ამ ხილის მიღება ხელს უწყობს ინტერფერონის გამოყოფას, ნივთიერების, რომელიც იმუნიტეტის სადარაჯოზე დგას და იცავს ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგან.

უმი კომშის მირთმევა არც ისე მარტივია.. განსაკუთრებით, თუკი ის, ე.წ. „მახრჩობელაა“. მაშინ, რა სახით მივიღოთ ეს მართლაც უნიკალური ნაყოფი?

 

კომშით მომზადებული უამრავი რეცეპტი არსებობს.

შეგიძლიათ შეწვათ თაფლით და მიიღოთ უგემრიელესი დესერტი (იხ.ღუმელში გამომცხვარი კომში ნიგვზით და თაფლით), ასევე მოხარშოთ, გაატაროს ხორცსაკეპში და სუფრასთნ მიიტანოთ, როგორც რომელიმე კერძის დამატება. ასევე შეგიძლიათ მოხარშოთ ჩაი, გააკეთოთ წვენი და ასე შემდეგ. ასევე იხილეთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტი კომშით, კრემითა და შოკოლადით.

მაგრამ იმისათვის, რომ შეინახოთ მთელი წლით ეს საოცარი ხილი, საუკეთესო მეთოდი მისგან მურაბის მოხარშვაა.

 

კომშის გამჭვირვალე მურაბა ნიგვზით

ინგრედიენტები:

კომში 2,5 კგ

შაქარი 2 კგ

წყალი 300 მლ

ნიგოზი 300 გ

ლიმონი 1 ცალი

მომზადება:

ძალიან კარგად გარეცხეთ კომში.

დაჭერით 4 ნაწილად და ამოაშერით გულები (არ გადაყაროთ, გააკეთეთ ნახარში). იმისათვის, რომ არ გაშავდეს კომში, გააჩერეთ ის ლიმონმჟავიან წყალში.

შემდეგ მოხარშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, მაგრამ არ გადაღვაროთ ნახარში, ისევ გამოგადგებათ.

ჩაასხით ფართეძირიან ჭურჭელში წყალი, რომელშიც მოხარშეთ კომში, დაუმატეთ 700 გ შაქარი და დადგით ცეცხლზე, ხარშეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება, თან ურიეთ. ჩაყარეთ კომში, მოურიეთ და აცადეთ წამოდუღება. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, მოხადეთ ქაფი და გააჩერეთ 10-12 საათი.

მეორე დღეს გაიმეორეთ იგივე პროცედურა - დაუმატეთ კიდევ 700 გ შაქარი, წამოადუღეთ, ხარშეთ 10 წუთი და კვლავ გააჩერეთ 10-12 საათი.

მესამე დღეს დააყარეთ დარჩენილი შაქარი, დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და ლიმონი. კვლავ ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხზლე, შემდეგ გაანაწილეთ ცხელ-ცხელი გასტერილებულ ქილებში, დააფარეთ ჰერმეტულად თავსახური. მურაბა მზად არის! ახლა უკვე გაქვთ ზამთრის სასარგებლო მარაგი.

გემრიელად მიირთვით!