კვერცხისა და ფორთოხლის დიეტა - უცნაური, მაგრამ ძლიერი ტანდემი!
ამ დიეტას მეორენაირად ცილოვან მონოდიეტასაც უწოდებენ. ის უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და მისი ეფექტურობაც ცნობილია.
თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ: ნუ გადააჭარბებთ. ამ დიეტის დიდხანს დაცვა არ შეიძლება, მაქსიმუმ 2 კვირამდე.
თუკი დიეტაში შემავალ ინგრედიენტებზე ალერგია გაქვთ, საერთოდაც უარი თქვით გახდომის ამ მეთოდზე.
რატომ არის ამ დიეტის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი კვერცხი? იმიტომ, რომ ის 12 ვიტამინისა და ცილის უდიდესი წყაროა. თუკი სხვა ათობით პროდუქტს შევადრით, მისი კალორიულობა სასაცილოდ დაბალია - 100 გ-ში 157 კკალ. ლეციტინი კი, რომელსაც კვერცხი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს, მთელი ორგანიზმის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.
რაც შეეხება ფორთოხალს, მისი ამოცანაა - უზრუნველყოს ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინით. უჯრედისით მდიდარი ხილი ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან ათავისუფლებს.
ამის მიუხედავად, დიეტის განმავლობაში მნიშვნელოვანია დიდი რაოდნობის სითხის მიღება. დიეტოლოგები 2 ლ ჩვეულებრივი, უგაზო წყლის დალევას გვირჩევენ.
კვირის მენიუ
ორშაბათი
½ ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმედ.
ფორთოხალი (დანაყრებამდე) ან 150 გ ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილად.
150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი ვახშამზე.
სამშაბათი
½ ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმედ.
200 გ ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილად.
2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი, 200 გ ბოსტნეულის სალათა, ტოსტის პურის 1 ნაჭერი ვახშმად.
ოთხშაბათი
½ ფორთოხალი და 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
ტოსტის პური, 1 პომიდორი, 50 გ უცხიმო ყველი ან 200 გ კიტრის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი ვახშამზე.
ხუთშაბათი
½ ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
ფორთოხალი დანაყრებამდე ან 200 გ უცხიმო ხაჭო, 200 გ მოხარჭული ბოსტნეული სადილზე.
200 გ ბოსტნეულის სალათა, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი ვახშამზე.
პარასკევი
½ ფორთოხალი და 2 ცალი მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული სადილზე.
150 გ მოხარშული თევზი, ფორთოხალი, 150 გ ბოსტნეულის სალათა.
შაბათი
½ ფორთოხალი და 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
ფორთოხალი დანაყრებამდე ან 150 გ მოხარშული ხორცი, 3 ცალი პომიდორი სადილზე.
200 გ ბოსტნეულის სალათა და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.
კვირა
½ ფორთოხალი და 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე.
ფორთოხალი, 200 გ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე.
200 გ ბოსტნეულის სალათა და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დიეტიდან თანდათანობით გამოვიდეთ და ის პროდუქტები, რომლებიც დიეტის რაციონში არ შედიოდა, ნელ-ნელა შევიტანოთ მენიუში.
იმისათვის, რომ ორგანიზმი დაკლებული კილოგრამები უკან არ დაგვიბრუნდეთ, მე-8 დღე დავიწყეთ მსუბუქი ბოსტნეულის სუფით ან ფაფით. პირველი კვირის განმავლობაში, ეცადეთ, მიირთვათ მხოლოდ უცხიმო ხორცი.
ასე დაკლებული კილოგრამებს დიდხანს შეინარჩუნებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯისა და მაწვნის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კგ
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი დღესასწაულების შემდეგ