7 სამედიცინო მიზეზი, თუნდაც ერთხელ გასინჯოთ ცხოვრებაში ჯადოსნური შინდი! - Gemrielia.ge

7 სამედიცინო მიზეზი, თუნდაც ერთხელ გასინჯოთ ცხოვრებაში ჯადოსნური შინდი!

მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და კენკრა , წერს NatureWord. ეს პირველი რეკომენდაციაა იმ ადა მიანთათვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ჯანმართელობა და სიცოცხლის ხარისხი. 


მიირთვით განსაკუთრებით მეტი კენკრა. მასში ხომ უამრავი სასარგებლო ანტიოქსიდანტი, ვიტამინი, უჯრედისი და მინერალია.
კენკრა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ყველა რეკორდს ხდნის ჯანმრთოლობის და სილამაზის სადარაჯოზე. ეს გახლავთ - შინდი!


 

აი, რა ეფექტს მოახდებს თქვენს ორგანიზმზე შინდი:

1.    დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
შინდი შეიცავს პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, ამიტომაც ეს კენკრა სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

 

 

იხილეთ შინდის შეჭამანდის რეცეპტი

2.    ამაღლებს იმუნიტეტს
ეს კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. მიირთვით ვირუსების სეზონზე დღეში ნახევარი ჭიქა ქორფა შინდი და დაიცავით ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისგან. შედეგის გამყარებისთვის ჩაიტარეთ 10 -დღიანი კურსი.
გაციების, გრიპისა და ანგინის დროს შეუდარებელი საშუალებაა შინდის ნახარში ან წვენი. ის ტემპერატურასაც დაბლა წევს.
შინდის მურაბა შეგიძლიათ გახსნათ ჩაიში და მიირთვათ ყელის ტკივილის დროს. უებარია!

3.    გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას
თუკი გაწუხებთ აკნე და ანთებითი გამონაყარი კანზე, სისტემატიურად მიირთვით დღეში ერთი მუჭა შინდი. კანი სულ მალე გაგისუფთავდებათ და გამოგიჯანმრთელდებათ.
მიირთვით შინდი, როგორც ცოცხლად, ასევე ნახარშის, წვენის და მურაბის სახით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეგზემა აწუხებს.

4.    გაგათავისუფლებთ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის პრობლემებისგან
შინდი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს. საკვების ყოველი მიღების წინ (1-2 საათით ადრე) მიირთვით ერთი მუჭა შინდი.
 

5.    დაგეხმარებათ ჰემოროის გართულებების დროს
როგორ? შინდის კურკა შეიცავს მცენარეულ ზეთს, რომელსაც ბაქტერიციდული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამის გამო, მცირდება დაავადებისგან გამოწვეული შეშუპება და ტკივილები. როგორც მიხვდით, ამ შემთხვევაში, უმჯობესია მიირთვათ შინდი კურკებით. ერთი მუჭა კენკრა დღეში ამ დაავადების დროს საკმარისი იქნება.

6.    უებარია შაქრიანი დიაბეტის დროს
შინდის მიღება - აუცილებელია დღის რაციონია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. შინდის ნახარში ეფექტურად წევს სისხლში შაქრის დონეს. დაიწყეთ შინდის წვენის სმა 50 მლ-მით ჭამამდე ნახევარი საათით წინ და ყოველდღიურად გაზარდეთ წვენის დოზა 200 მლ-მდე.
 

იხილეთ შინდის საწებელის რეცეპტი

 

7.    თირკმლების ფუნქციის გასაძლიერებლად
შინდი - შესანიშნავი დიურეტიკია. ის ასტიმულირებს შარდის გამოყოფას, შედეგად კი ხსნის შეშუპებას და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.