8 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ სეზონზე, რაც შეიძლება მეტი შავი მოცხარი - Gemrielia.ge

8 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ სეზონზე, რაც შეიძლება მეტი შავი მოცხარი

ალბათ ვერავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით, რომ სავ მოცხარში ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია. დღეში მხოლოდ 20 გ შავი მოცხარი საკმარისია ორგანიზმისთვის ასკორბინის მჟავის მისაღებად.

თუმცა, გარდა ამისა ეს კენკრა ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე აქამდე ვიცოდით. გადამუშავებული სახითაც კი მოცხარი სავსეა პექტინით, ვიტამინებით E, K, B და PP, ასევე რჯინით, თუთიით, ფოსფორით, მაგნიუმით, კალიუმითა და ნატრიუმით. რისთვის არის ეს საჭირო? დაწვრილებით მოგიყვებით.

ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობის წყალობით მოცხარი შემდეგ თვისებებს ფლობს:

ამაღლებს იმუნიტეტს

დაბლა წევს სიცხეს

მატებს ტონუსს

არის შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება

ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას

ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას

ამშვიდებს ნერვულ სისტემას

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას

როგორ გამოიყენება მოცხარი ხალხურ მედიცინაში

უდაოა, მოცხარი ცოცხალი ბევრად სასარგებლოა, მაგრამ არასეზონზე კენკრა უმჯობესია გაყინოთ, გააშროთ, ან შაქარში შეინახოთ.

დაშაქრული მოცხარი რეკომენდებულია გაციების დროს, ძალების აღსადგენად და ავიტამინოზის სამკურნალოდ. მიირთვით დღეში 3-3 ჩ.კ. გემრიელი კენკრა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.

შავი მოცხარის წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, დაბალი მჟავიანობისას, რკინადეფიციტური ანემიის დროს, მეტაბოლიზმის დარღვევის შემთხვევაში. სეზონზე რეკომენდებულია დღეში 1 ჭიქა წვენის მიღება.

მკურნალობის კურსი ამ შემთხვევაში 2-3 კვირა უნდა იყოს.

შავი მოცხარის ნაყენი შესანიშნავია რესპირატორული დაავადებების დროს, ხველის შესამსუბუქებლად და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: 1 ს.კ. მშრალ კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში შეფუთულ ჭურჭელში. მიირთვით თითო ფინჯანი მოცხარის ჩაი დღეში 3-ჯერ.

 

უკუჩვენებები: კენკრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული გასტრიტის დროს, მაღალი მჟავიანობისას, თრომბოფლებიტის დროს და ჰეპატიტის შემთხვევაში. ფრთხილად უნდა მიიღოთ ეს კენკრა იმ ადამიანებმა, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი ან ინსულტი.

ზაფხულში, მოცხარის სეზონზე, არა მხოლოდ ცოცხლად უნდა მიირთვათ გემრიელი კენკრა, არამედ შეინახოთ ზამთრისთვის, მაგალითად, გაყინოთ, ან მოამზადოთ მისგან რაიმე გემრიელი. ჩვენ გირჩევდით წითელი და შავი მოცხარის მურაბას.

 

ასევე იხილეთ ვიდეორეცეპტი: შავი მოცხარის მურაბა ხარშვის გარეშე!