„იაკოს პასკა“ - პასკის რეცეპტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა - Gemrielia.ge

„იაკოს პასკა“ - პასკის რეცეპტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

შენიშვნა: ეს არის იაკოს პასკის ძველი რეცეპტი. ახალი რეცეპტი იხილეთ აქ: „რასაც ახლა ვიყენებ, ძველ რეცეპტში არ წერია...“ ნახეთ ცნობილი „იაკოს პასკის“ განახლებული რეცეპტი

პასკის, რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ გამოცდილმა დიასახლისმა, ია მინდაძემ ერთ-ერთ კულინარიულ ჯგუფში გააზიარა,გთავაზობთ რეცეპტს უცვლელად:

"1.ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

2.900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ცოტა მარილი

3.100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ დროჯი+1ჩ.კ შაქარი+100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად(თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება)

4. მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს

5.ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს!!!! ვდგავთ ასაფუებლად!!

ამოსულ მასას ჩავზილავთ 200მლ ზეთთან ერთად და შევაზილავთ 2,800-3 კგ - მდე ფქვილს (თუ ფქვილი კარგია სამი კილო არ დაჭირდება)

აი ეს საყვარელი მასა რომ ამოვა ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს , ვამატებთ ასევე სანელებლებს რომელსაც მე ერთი კვირით ადრე ვამზადებ სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი (ეს ცოტა რთულად იშოვება არ გეგონოთ ზაფრანა) + 30-40 ცალი ილი,ცოტა დარიჩინი და მიხაკი მე მიხაკის გემო მიყვარს და ბლომად ვუკეთებ)) მოკლედ ეს ყველაფერი უნდა დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ) + სამისაცლი ლიმონის ცედრა და ვასხავთ კონიაკს ეს სურნელოვანი სანელებლები უნდა დავათროთ )) მოკლედ ეს მთვრალი სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად !!!!ისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში აქაც მოთმინება გვმართებს უნდა დაიწყოს ამოსვლა მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ გაზქურაშიი ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია და სასწაული გემრიელი გამოდის."

უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

7 რჩევა კვერცხების იდეალური ფერისთვის - გამოცდილი ხერხები მკითხველებისგან