TOP 5 ტრადიციული ნამცხვრის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის - Gemrielia.ge

TOP 5 ტრადიციული ნამცხვრის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

საახალწლო სუფრა ნამცხვრის გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ექსპერიმენტები ჩაატაროთ და განსხვავებული ნამცხვრები მოამზადოთ, მაგრამ ტრადიციული რეცეპტების გახსენება მაინც საჭიროა.

 

ასე რომ, წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო, ტრადიციული ნამცხვრის რეცეპტს, რომლებიც თქვენს საახალწლო სუფრას სრულყოფილად აქცევს და იმედს არასოდეს გაგიცრუებთ.

 

1. იდეალი (კლასიკური)

ინგრედიენტები 1 ფენისთვის:

კვერცხი - 3 ცალი

შაქარი - 100 გრ

თაფლი - 1 სკ

ფქვილი - 150 გრ

გატარებული ნიგოზი - 50 გრ

სოდა ძმრით - 1 ჩკ

 

ინგრედიენტები კრემისთვის:

მოხარშული შესქელებული რძე - 2 ცალი

კარაქი - 400 გრ

წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 100 გრ

ვანილი - 2 ცალი

 

მომზადების წესი

 

 

2. დათუნია


ინგრედიენტები:
 

ცომი:

კვერცხის გული - 9 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
არაჟანი - 2 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
კარაქი ან მარგარინი - 250 გ
ფქვილი - 4 ჭიქა
მწიკვი მარილი
ვანილი

 

კრემი:

კვერცხის ცილა - 9 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
კაკაო - 1 ს/კ
მოხალული ნიგოზი - გატარებული, 1 ჭიქა
ვანილი

 

მინანქარი:

კაკაო - 3 ს/კ
შაქარი - 1 ჭიქა
რძე - 4-5 ს/კ
კარაქი - 100 გ

 

მომზადების წესი:

 

ცომი


კვერცხის გული, შაქარი, მარილი და ვანილი ავთქვიფოთ. არაჟანში (ან მაწონში) გავხსნათ სოდა და ჩავუმატოთ კვერცხის მასაში, ამ ყველაფერს დავუმატოთ გამდნარი ან დარბილებული მარგარინი, ან კარაქი და ფქვილი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ფირფიტები.

კრემი


9 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი, კაკაო და ნიგოზი.

მინანქარი


კაკაო და შაქარი ავურიოთ, გავხსნათ რძეში (ან წყალში), დავუმატოთ კარაქი და წამოვადუღოთ. ფირფიტებს შორის წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მინანქარი წავუსვათ. არ გაგიცივდეთ მინანქარი, თორემ მაგრდება.
 

 

3. მედოკი


ინგრედიენტები:


კვერცხი - 3
შაქარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3 ს.კ
სოდა - 1 ჩ.კ
ფქვილი - 3 ჭიქა

კრემი:
არაჟანი - 500 გ
შაქარი - 120 გ
შოკოლადი

 

მომზადების წესი:


მომინანქრებულ ჭურჭელში ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და თაფლი. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ მასა გათხელდეს და შაქარი ბოლომდე გადნეს. შემდეგ დაამატეთ სოდა და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ფქვილი. საბოლოოდ ცომი ცოტა წებოვანია, მაგრამ ბევრ ფქვილს ნუ დაამატებთ.

 

იმის მიხედვით, თუ რა ზომის ტორტი გსურთ, გაყავით ცომი თანაბარ გუნდებად და ძალიან თხლად გააბრტყელეთ. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხეთ 220 გრადუსზე 5-7 წუთი. ცხელსვე ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.  გამომცხვარი ფირფიტები ცალ-ცალკე დაალაგეთ და არა ერთმანეთზე.

 

არაჟანი და  შაქარი ათქვიფეთ ერთად. გაცივებულ ფირფიტებს მოაცილეთ ზედმეტი ფქვილი და წაუსვით კრემი. დაალაგეთ ერთმანეთზე. კრემი წაუსვით გვერდებზეც და მოაფრქვიეთ ჩამოჭრილი ნაპირების ნაფხვენები, ზემოდან კი გამდნარი შოკოლადით გააფორმეთ. ტორტი შედგით მაცივარში 1 ღამით.
 

 

4. ფარაონი

 

ინგრედიენტები:

 

ბისკვიტი:

კვერცხის გული - 8 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
მაწონი - 1 ჭიქა
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
გამდნარი კარაქი - 200 გ
ფქვილი - 2,5 ჭიქა
მწიკვი მარილი

 

ბეზესთვის:

კვერცხის ცილა - 8 ცალი
შაქარი - 16 ს/კ
მწიკვი ვანილი
მწიკვი მარილი

 

კრემი:

დარბილებული კარაქი - 200 გ
შედედებული რძე - 1 ქილა
ხსნადი ყავა - 1 სავსე ს/კ
მოხალული თხილი - გასაფორმებლად

 

მომზადების წესი:

 

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი, კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. ცომი 35 სმ დიამეტრის ქაღალდაჩაფენილ ფორმაში ორ ნაწილად გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

ცილის, მწიკვი მარილისა და შაქრისაგან ბეზეს მასა მოვამზადოთ, დავუმატოთ ვანილი და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ქაღალდჩაფენილი ფორმით გამოვაცხოთ. ზოგიერთი ღუმლის შემთვევაში შესაძლოა უფრო დაბალი ტემპერატურა დასჭირდეს -  100-120 გრადუსი. გამოცხობას დაახლოებით 1,5-2 საათი სჭირდება.

კარაქი კარგად ავთქვიფოთ და თანდათან შევათქვიფოთ შესქელებული რძე, დავუმატოთ ყავა და ვანილი.

ერთ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფქული თხილი და დავადოთ ბეზეს ფენა. ასევე მოვამზადოთ მომდევნო ბისკვიტის ფენაც. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული თხილი.
 

 

5. ჩიტის რძე


ინგრედიენტები:


ვანილი
შესქელებული რძე - 100 გ
კარაქი - 200 გ
ჟელატინი - 20 გ
შაქარი - 400 გ
კვერცხის ცილა - 2
ვანილი
კვერცხი - 2
შაქარი - 100 გ
კარაქი - 100 გ
ფქვილი - 140 გ
შოკოლადი - 100 გ
კარაქი - 50 გ


მომზადების წესი:


ჟელატინი წინასწარ დავალბოთ ცოტა  წყალში.

 

კარაქი, შაქარი, კვერცხი და ვანილი ავთქვიფოთ ერთად გათეთრებამდე. ჩავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. ცომი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (დაახლ. 28სმ) . გამოვაცხოთ  200 გრადუსზე.  რომ გაცივდება გადმოვღოთ ქაღალდიდან და შემოვაჭრათ ნაპირები ფრთხილად.

 

დავიწყოთ კრემის მომზადება:
კარაქი და შესქელებული რძე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ავთქვიფოთ,  დავამატოთ ვანილი, კიდევ კარად ავთქვიფოთ და  ისევ ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ. ავთქვიფოთ ცილა ღრუბელივით.  შაქარი და 130 მლ წყალი ვადუღოთ. უნდა მივიღოთ სქელი სიროფი, რომელიც ამოღებისას ძაფივით ჩამოჰყვება.

 

ბეზეს  ღრუბელში წვრილი ძაფივით დავამატოთ ცხელი სიროფი და თან ვთქვიფოთ. მასამ უნდა მოიმატოს ორჯერ მოცულობაში. ჟელატინი გავადნოთ, ისე რომ არ ადუღდეს და ისიც დავამატოთ ბეზეს. შევურიოთ ბეზე  კარაქიან კრემს და დაბალ სიჩქარეზე ავთქვეფოთ რომ ბოლომდე შეეერიოს ერთმანეთს. სუფლე დავასხათ ზემოდან ფორმაში მოთავსებულ ბისკვიტს და  შევდოთ მაცივარში 3-4 საათით. როცა გამაგრდება სუფლე, ზემოდან შოკოლადი მოვასხათ, რომელსაც კარაქთან ერთად გავადნობთ ორთქლზე.

 

*ტორტი შეიძლება გაკეთდეს ორ ფენადაც: ბისკვიტს გამოვაცხობთ ორ ნაწილად, ერთ ფენას დავასხამთ სუფლეს, დავადებთ მეორე ბისკვიტს, შემდეგ კვლავ სუფლეს და ზემოდან მოვასხამთ შოკოლადს.
 

 

გემრიელად მიირთვით!