როგორ გავწმინდოთ ღუმელი ქიმიური საშუალებების გარეშე - გამოცდილი დიასახლისის მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ გავწმინდოთ ღუმელი ქიმიური საშუალებების გარეშე - გამოცდილი დიასახლისის მეთოდი

Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრი თამო მეფიშვილი გამოცდილ მეთოდს გვთავაზობს, თუ როგორ გავწმინდოთ ღუმელი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გარეშე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის ქართველი კულინარისგან

 

მე პირადად, დიდი ხანია, ვსარგებლობ ამ რეცეპტით, იდეალურად ასუფთავებს ყველაფერს, ძალიან კმაყოფილი ვარ და გიზიარებთ თქვენც.

 

სოდა 4ს/კ

ძმარი 9% 100მლ

თბილი წყალი 50-100მლ

 

ჯამში მოვათავსებთ სოდას და დავუმატებთ ძმარს, ბოლოს კი თბილ წყალს, შევურევთ კარგად მიღებულ მასას.

 

ვიღებთ სარეცხ ღრუბელს. მასის ნაწილს გადავანაწილებთ ყველგან, შემდეგ ბადე ლანგარზე, დავდებთ მორჩენილ მასის ნაწილს ჯამიანად, დავუმატებთ 50მლ თბილ წყალს, ჩავრთავთ 100 გრადუსზე 45 წუთით, ზუსტად ეს დრო უნდა გავიდეს, გამოვიტანთ ჯამს. რაც ჯამზეა, ისევ გადავანაწილებთ და ბოლოს, გავწმინდავთ ისევ ღრუბლის დახმარებით თბილი წყლით.

 

სასურველ შედეგს ნახავთ, იდეალურად ასუფთავებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

როგორ გავაპრიალოთ კექსის ფორმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

 

როგორ შევქმნათ სახლში იდეალური სურნელი - 5 გენიალური და მარტივი იდეა