როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის, რომ გემო არ დაკარგოს - 3 განსხვავებული მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ მარწყვი ზამთრისთვის, რომ გემო არ დაკარგოს - 3 განსხვავებული მეთოდი

მარწყვი განსაკუთრებულად უხდება დესერტებს. ზამთარშიც რომ დატკბეთ არომატული მარწყვის ტორტებითა და კექსებით, გთავაზობთ მისი შენახვის 3 განსხვავებულ და ეფექტურ მეთოდს.

 

1. მარწყვის მშრალად შენახვა

 

მარწყვი ფრთხლად გარეცხეთ. ყუნწები არ დააცალოთ. დაფაზე განალაგეთ და კარგად გააშრეთ. რომ გაშრება, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით საყინულეში სრულ გაყინვამდე (მარწყვები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს).

 

მარწყვი სრულად რომ გაიყინება, გადაიტანეთ შესაკრავიან პაკეტში და შეინახეთ საყინულეში. ინახება თვეების განმავლობაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავყინოთ ბოსტნეული და ხილი ზამთრისთვის? წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

 

2. მარწყვის შენახვა შაქრით

 

მარწყვი გარეცხეთ და გაარჩიეთ. გადაიტანეთ პლასტმასის კონტეინერში, მოაყარეთ შაქარი, მსუბუქად შეანჯღიეთ და შეინახეთ საყინულეში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 10 პროდუქტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ საყინულეში

 

3. მარწყვი თავისივე წვენში

 

1 ლ წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ 300 გ შაქარი და 1 სკ ლიმონის წვენი. მიღებული სიროფი დაასხით კონტეინერში გადანაწილებულ მარწყვს და შეინახეთ.

 

ასევე მეორე მეთოდი: მარწყვი შაქართან ერთად დააბლენდერეთ, კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ. ასე შენახული მარწყვი განსაკუთრებით უხდება ჩაის, ნამცხვრებსა და ნაყინს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად? - ძლებს 6 თვემდე

 

კომენტარებში გაგვიზიარეთ, რომელი მეთოდი მოგწონთ ყველაზე მეტად ან თქვენ რომელს იყენებთ.