უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს გარგარი? - პედიატრის პასუხი - Gemrielia.ge

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს გარგარი? - პედიატრის პასუხი

ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით.

 

  • გარგრის ნაყოფი უხვად შეიცავს წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ეს კი პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ და თანაც ზაფხულში.
  • თუ თქვენ 3 ცალ გარგარს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ A ვიტამინის დღიური დოზის 30% მიიღეთ.
  • ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვისაა აუცილებელი რკინასთან ერთად, რომელიც ასევე შედის გარგრის შემდგენლობაში.
  • ეს მზისფერი ხილი C ვიტამინის წყაროცაა.
  • გარგარი მდიდარი მინერალური შემადგენლობითაც განსაკუთრებულია. რკინასთან ერთად ის კალციუმს, ფოსფორს შეიცავს, რაც პაწაწინა კბილებისადა ძვლებისა ჩამოყალიბებაში ეხმარება ბავშვს.
  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ეს ნივთიერებები უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:  გარგრის მურაბა ბებიის რეცეპტით - გარგარი ფორმასა და ხასხასა ფერს სრულად ინარჩუნებს

 

 

შეკრულობის წამალი

 

თუ დააკვირებით, გარგრის მიღების შემდეგ მანამდე შეკრულობისადმი მიდრეკილ პატარას ნაწლავთა მოქმედება მედიკამენტის გარეშეც უწესრიგდება. და იცით რატომ?

 

გარგარში დიდი რაოდენობით კალიუმი, პექტინები და საკვები ბოჭოებია. გარდა ამისა, ის მდიდარია მდიდარია ფერმენტირებადი ოლიგო-, მონო- და დისაქარიდებით, რაც ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების განვითარება-გამრავლებას უწყობს ხელს.
 

ასევე დაგაინტერესებთ: გარგრის ჯემი ზამთრისთვის - ასე მომზადებული ჯემი ინარჩუნებს იდეალურ ფერსა და არომატს

 

ასევე დაგაინტერესებთ: სახელდახელო გარგრის ნამცხვარი რძისა და მაწვნის გარეშე

 

ჯადოსნური ნივთიერებების საბადო

 

გაიცანით - ანთოციანინები და კუმარინის მჟავა გულსა და სისხლძარღვებს უყვართ, მათ ხომ ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღდმეგო ეფექტები აქვთ, კუმარინის მჟავა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

კიდევ ერთი ჯადოსნური ნივთიერება ლიკოპენია - ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.

 

წაიკითხეთ ვრცლად