„როცა ბადაგი არ მაქვს...“ - რისგან ამზადებენ თათარას ქართველი დიასახლისები - Gemrielia.ge

„როცა ბადაგი არ მაქვს...“ - რისგან ამზადებენ თათარას ქართველი დიასახლისები

 

შემოდგომის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი თათარაა – ყურძნის წვენისა და პურის ფქვილის ნადუღი ტკბილეული, რომელშიც ჩურჩხელებს ავლებენ. თუმცა, როგორც ჩვენი დიასახლისები გვიმხელენ, მისი მომზადება სხვა გზითაც შეიძლება. ეს მეთოდები განსაკუთრებულად შეიძლება მათ გამოადგეთ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება და ნამდვილ ბადაგთან ხელი არ მიუწვდება, არადა თათარის მომზადება სურს.

 

ჟოლოს ფოთლები

 

თამარ ზურაბიშვილი: მოადუღეთ ჟოლოს ფოთლებით ტკბილი წვენი და გამოდის უგემრიელესი. ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ კომშის ან ვაშლის წვენისაგან, თქვენი გემოვნებით.

 

ხილის სიროფი

 

მარიამ ტაბლაძე:  ვამზადებ ყველანაირი ხილის სიროფისგან, მათ შორის – კვაწარახისაგან.

 

ასევე დაგაინტერესებთ: „ნამდვილი თათარა უნდა მომზადდეს მხოლოდ ასე“ – როგორ შევარჩიოთ 2 მთავარი ინგრედიენტი

 

ტკბილი ტყემალი

 

ტკბილი ტყემალი კიდევ ერთი არჩევანია, რომელსაც დიასახლისები გამოუვალი სიტუაციების დროს მიმართავენ. როგორც ამბობენ, მისით მომზადებული თათარა ბადაგისას არ ჩამოუვარდება.

 

ჭანჭური

 

სხვანაირად კორკიმელასაც უწოდებენ. როგორც ამბობენ, ჭანჭურის წვენით არანაკლებ გერიელი თათარა გამოდის.

 

ალუბლის კომპოტი

 

ალუბლის კომპოტის მოტკბო-მომჟავო გემო ძალიან მოუხდება თათარას, თანაც არაჩვეულებრივ ფერს მისცემს. 

 

 

 

წითელი ტყემალი

 

წითელი ტყემლის წვენისგანაც არაჩვეულებრივი თათარა მზადდება. ოღონდ ტყემალს აუცილებლად გაუსინჯეთ გემო. ზოგიერთი წითელი ტყემალი ძალიან მჟავეა და შეიძლება მეტი შაქრის დამატება დაგჭირდეთ.

 

მაყვლის წვენი

 

კიდევ ერთი მარტივი გამოსავალი, თუკი ბადაგი არ გაქვთ. მაყვლის წვენის თათარას შავი ყურძნისგან დამზადებულისგან ვერ გაარჩევთ.  

 

ასევე დაგაინტერესებთ: აი, ასე მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა – 1 წლის მერეც კი ახალგაკეთებულს ჰგავს

 

 

თქვენ რისგან ამზადებთ ხოლმე თათარას, როცა ბადაგი არ გაქვთ?