გეტყვით, რა პროდუქტები უნდა მიირთვათ და თქვენს თმას ვეღარ იცნობთ - საოცარი შედეგი!
ლამაზი, მბზინავი, სქელი თმა მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე მეტყველებს. იმისათვის, რომ თმა ყოველთვის ასე გამოიყურებოდეს, საჭიროა უზრუნველყოთ სათანადო კვებით: დიეტაში შეიტანეთ საკმარისი ცილების შემცველი საკვები, ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები. რა საკვებია კარგი თქვენი თმისთვის?
თევზი და ზღვის პროდუქტები – ცხიმიანი ზღვის თევზი, კრევეტები, კალმარები, ნიჟარა შეიცავს დიდი რაოდენობით ძვირფას ცილებს, მათ შემადგენლობაში შედის ჯანმრთელი ცხიმები და ცხიმოვანი მჟავები (კერძოდ, ომეგა 3 და ომეგა 6). ფოსფორი, რომელიც ზღვის პროდუქტებშიც უხვადაა, თმას აძლევს ელასტიურობას და თუთიასა და იოდთან ერთად, ხელს უშლის ჭაღარა თმის ადრეულ წარმოქმნას.
სკუმბრიის მომზადების საუკეთესო რეცეპტი იხილეთ აქ...
კვერცხი – გარდა ცილებისა, კვერცხი შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც თმას უფრო სწრაფად ზრდის, ხდის მას სქელსა და ძლიერს, აძლევს ელასტიურობას და ბზინვას. და სწორედ ამ ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ თმის ცხიმიანობას.
თხილი – ნებისმიერი კაკალი და თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, თუთიასა და სელენს, ვიტამინი E– ს ღირებულ რაოდენობას, რომელიც თმის სილამაზისთვის შეუცვლელია: იგი კვებავს თმის ფოლიკულებს, აღადგენს თავის კანის სისხლის მიმოქცევასა და იცავს თმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
რატომ უნდა მივირთვათ თხილეული ყოველდღე? პასუხი იხილეთ აქ..
რძე და რძის პროდუქტები – ეს არის კალციუმის საბადო, რომელიც პასუხისმგებელია თმის ზრდასა და გაძლიერებაზე. რძე ასევე შეიცავს სელენს, რომელიც იცავს თმას მავნე ზემოქმედებისგან.
ბოსტნეული და ხილი – სტაფილო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, B ჯგუფის ვიტამინების, A ვიტამინის, მაგნიუმისა და კალიუმის მდიდარი წყაროა. ვიტამინი A განსაკუთრებით საჭიროა დასუსტებული, მშრალი, მტვრევადი თმისთვის - აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.