„გოგრა აღმოჩნდა წყლიანი და ბურთებად ვერ ვკრავ...“ - წაიკითხეთ, თუკი გოგრის ბურთულების მომზადებას აპირებთ
„გემრიელია“ – ს ფეისბუჯგუფში, ერთ–ერთმა წევრმა გოგრა მოხარშა ორთქლზე, გააკეთა ნიგოზში, ძმარში და სუნელებში, სამწუხაროდ, გოგრა აღმოჩნდა ცოტა წყლიანი და გამოვიდა თხელი, ვერ შეიკრა ბურთებად. გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რჩევებს:
გასასქელებლად სუფთა მიტკალში ჩადეთ გოგრა, მოუჭირეთ ხელი, გაწურეთ კარგად. წყალი ქვეშ გამოვა და სქელი მასა დარჩება მიტკალში, შემდეგ შეგეძლებათ მისცეთ ფორმა.
ღუმელში შეწვით და გამოშრება, აღარ იქნება წყლიანი.
კალკის ქაღალდი დააფინეთ საცხობ ფორმაზე და ისე დაალაგეთ, ცხობისას გამოშრება.
გოგრა რომ მოხარშვის შემდეგ წლიანი არ იყოს, ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაასხით წყალი, ცოტა შაქარიც ჩაყარეთ, ამოაყირავეთ ქვაბში ისე რომ წყალი არ გადმოვიდეს და შემოალაგეთ ირგვლივ დაჭრილი გოგრა.ზემოდან დაადეთ ქაღალდი და მოხარშეთ, როდესაც მოიხარშება გამორთეთ, აცადეთ რომ ის წყალი რაც გამოვიდა ქილიდან უკან დაბრუნდეს ქილაში და შემდეგ ამოალაგეთ გოგრა.
ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება და ვიტამინებსაც ინარჩუნებს – იხილეთ აქ...
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას - ეს უნდა ვიცოდეთ! – იხილეთ აქ..