ხილი, რომელიც აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს, ზრდის ინსულინის მგრძნობელობას და არეგულირებს სისხლის არტერიულ წნევას
ბოლო პერიოდში, ავოკადო ძალიან პოპულარული პროდუქტი გახდა. ის უამრავი ცნობილი ადამიანის კვების რაციონის უპირობო ლიდერია, ძირითადად, მიირთმევენ საუზმეზე. ავოკადო ასევე გამოიყენება წვნიანებში, სალათებში, აკეთებენ სმუზებს.
კეტო და ატკინსის დიეტების პოპულარობამ, რომელებიც მაღალცხიმოვანი და დაბალნახშირწყლოვანია, ავოკადოზე მოთხოვნა გაზარდა. ვინაიდან, ის ცნობილია, როგორც ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საკვები პროდუქტი, რომლის მიღებაც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, აძლიერებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას და სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.
ავოკადოს შემადგენლობაში შედის:
• კალციუმი
• მაგნიუმი
• ვიტამინი A
• ვიტამინი E
• ვიტამინი K
• ვიტამინი B
ის მხოლოდ 0.2 გრამ შაქარსა და 6 გრამ დიეტურ ბოჭკოს შეიცავს. მასში შედის რიბოფლავინი, ნიაცინი, პანტოთენიური მჟავა (ვიტამინი B5), ფოლატი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო?
ავოკადოს მთავარი ღირებულება არის ის, რომ იგი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. საკვებ ნივთიერებას, რომელიც ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის აუცილებელი კომპონენტია, არეგულირებს სისხლის წნევას. კალციუმის დღიური ნორმის 25%-ს ნახევარი ავოკადო შეიცავს, რაც ჯანსაღი ძვლების გარანტი და ოსტეოპოროზის პრევენციაა.
ავოკადო შეიცავს საპონინებს - ნივთიერებას, რომელიც მუხლის ოსტეოართრიტისას ტკივილებს ამსუბუქებს. მასში შემავალი ბეტა-სისტეროლის (ბუნებრივი ნაერთი, მცენარეული ექსტრაქტი) რეგულარული მიღებით, ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის (HDL) დონე იზრდება.