მცენარე, რომელიც თევზზე 3-ჯერ მეტ ომეგა 3-ს შეიცავს - აი, რა უნდა იცოდეთ სელის თესლის შესახებ
სელი მრავალწლოვანი მცენარეა,ის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელიც გვაძლევს სელის თესლს, ოქროსფერსა და ყავისფერს. გამოიყენება სურსათად, ასევე მისგან მზადდება სასურსათო ზეთი, რომელიც დიეტურ პროდუქტად ითვლება.
მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: B2, B3, B4, B5, B6, B9, D, E. მიკრო და მაკრო ელემენტები,ქრომი,სელენი,ალუმინი იოდი,რკინა თუთია და სხვა...
სელის თესლს ბევრი სარგებლო თვისება აქვს, მათ შორის აღსანიშნავია:
• სელის თესლი არის ლიგანების მდიდარი წყარო, რამაც შეიძლება შეამციროს კიბოს რისკი. ლიგანები მცენარეული ნაერთებია, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური და ესტროგენული თვისებები, რომელთაგან ორი ხელს უწყობს კიბოს რისკის შემცირებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მასში ლიგანების რიცხვი 500-ჯერ მეტია ვიდრე სხვა მცენარეში.
• ის მდიდარია საკვები ბოჭკოებით,ერთი სუფროს კოვზი სელის თესლი შეიცავს 3გრ ბოჭკოს,რაც ადამიანების დღიური ნორმის 12%ია.
• სელის თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს.მასში ომეგა 3-ის შემცველობა თევზზე 3-ჯერ მეტია.
• ხელს უშლის ქოლერსტერინის წარმოქმნას სისიხლძარღვებში.
• ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
არ გამოგრჩეთ: რატომ არის ბევრად სასარგებლო გაღივებული სელი
• არეგულირებს წნევას
• დაბლა წევს დიაბეტიან ადამიანებში შაქრის დონეს
• განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის (ნახეთ: რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა)
• სელის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად წყალში შერევით მიირთვათ
• შეგიძლიათ ცოტა რაოდენობით მოასხათ სალათებს.
• შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნთუშების და სხვა ცომელული ნაწარმის დამზადებისას.
რეკომენდაცია: საკვები ბოჭკოებით უფრო მდიდარია სელის თესლი, ვიდრე მისგან წარმოებული ზეთი.
ავტორი: ირაკლი არაბული