როცა მოწყენილი ხართ, რას ჭამთ? - 13 პროდუქტი, რომლებიც მომენტალურად გაგაბედნიერებთ - Gemrielia.ge

როცა მოწყენილი ხართ, რას ჭამთ? - 13 პროდუქტი, რომლებიც მომენტალურად გაგაბედნიერებთ

 

არსებობს რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომლებიც მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონებს გამოიმუშავებენ, ამცირებენ სტრესს და გეხმარებათ, იყოთ უფრო ბედნიერი მთელი დღის განმავლობაში. 

 

გთავაზობთ 13 პროდუქტს, რომლებიც დაგეხმარებათ სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში:

 

 

1.    ბანანი

 

ყველამ იცის, რომ ბანანი სავსეა კალიუმით, მაგრამ რაც შეიძლება არ იცოდეთ, არის ის, რომ ის ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, ტვინის ქიმიკატს, რომელიც ხელს უწყობს განწყობის რეგულირებას. ბანანი ასევე B ვიტამინის კარგი წყაროა და სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობაა დაკავშირებული დეპრესიასთან.

 

2.    კენკრა

 

კენკრას აქვს ქიმიური მსგავსება ვალპროის მჟავასთან, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებული განწყობის სტაბილიზატორია. კენკრაში აღმოჩენილი ვიტამინები ქმნის დადებით განწყობას და ბედნიერების ეფექტს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავყინოთ კენკრა სწორად

 

3.    ხამანწკები

 

ჩატარებული კვლევის თანახმად, თუთიის დაბალი დონე დაკავშირებულია შფოთვასთან. ბედნიერებისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მიირთვით თუთიით მდიდარი საკვები, მაგალითად - ხამანწკები.

 

4.    შავი შოკოლადი

 

შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ მასში ენდორფინის ჰორმონის რაოდენობა ეხმარება თქვენს ორგანიზმს, თავი რაც შეიძლება ბედნიერად იგრძნოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ იცვლის შოკოლადი ფერს და შეიძლება თუ არა მისი ჭამა

 

5.    ორაგული

 

ორაგული სავსეა ომეგა -3, ცხიმოვანი მჟავებით, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა და ებრძვის დეპრესიას. ამას გარდა, ორაგული დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ ბზინვარე და ჯანსაღი თმა.

 

6.    მწვანე ჩაი

 

იაპონურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური სტრესი უფრო დაბალი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში ხუთ ან მეტ ფინჯან მწვანე ჩაის სვამდნენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები მწვანე ჩაის დახმარებით

 

7.    ვაშლი

 

ხილისა და ბოსტნეულის ჭამა  იძლევა დამამშვიდებელ ეფექტს, ქმნის მეტ ენერგიას და ზრდის ბედნიერების განცდას.  

 

8.    ისპანახი

 

ისპანახი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხსნის დეპრესიას და ამცირებს დაღლილობას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავახაროთ ისპანახი ფანჯრის რაფაზე

 

9.    სოკო

 

სოკო საოცრად მდიდარია D ვიტამინით, მისი ნაკლებობა კი იწვევს დეპრესიას, სტრესსა და შფოთვას.

 

10.    ყავა

 

ყოველდღიურად ყავის სმა დაგეხმარებათ, მაქსიმალურად შეამციროთ ნეგატიური ენერგია თქვენს ორგანიზმში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

 

11.    ლობიო

 

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაგნიუმის დაბალი დონე დაკავშირებულია ენერგიის ნაკლებობასთან. რაც შეეხება ლობიოს, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, შესაბამისად ძალიან კარგი საშუალებაა ენერგიის დონის ასაწევად.

 

12.    კაკალი

 

დევიდ გეფენის მედიცინის სკოლამ UCLA-ში დაადგინა, რომ კაკლის ჭამამ შეიძლება გააუმჯობესოს ტვინის ფუნქციები. ხელშემწყობი ფაქტორებია ნიგოზის მაღალი ანტიოქსიდანტების შემცველობა, ვიტამინები და მინერალები.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ჰიპოკრატე თავის პაციენტებს ურჩევდა მის მიღებას... - წაიკითხეთ, რატომ ითვლება ნიგოზი ბუნებრივ წამლად

 

13.    ფორთოხალი

 

ეს ციტრუსი არა მხოლოდ ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ ბზინვარე და ნაზი სახის კანი.

 

ჩამოთვლილთაგან, რომელი გაბედნიერებთ ყველაზე მეტად?