ვაშლისა და დაფნის სამკურნალო სასმელი, რომელიც არაერთ დაავადებას კურნავს - Gemrielia.ge

ვაშლისა და დაფნის სამკურნალო სასმელი, რომელიც არაერთ დაავადებას კურნავს

ვაშლი და დაფნის ფოთოლი თითქმის ყოველთვის არის ჩვენს სამზარეულოში. ვაშლისგან ძირითადად დესერტებს ვამზადებთ, დაფნა კი იდეალურია კერძებისთვის, ასევე ბოლო დროს პოპულარულია დაფნის ნაყენი, რომელიც იდეალურია ყველა ტიპის თმის გაჯანსაღებისთვის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ორი სასარგებლო პროდუქტისგან სამკურნალო სასმელი მზადდება, რომელიც არაერთ დაავადებას კურნავს.

dafnisfotoli.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: თუ კერძში დაფნის ფოთოლი ერთხელ მაინც ჩაგიტოვებიათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

რისთვის არის სასარგებლო?

ვაშლისა და დაფნის ფოთლის სასმელი ადვილად უმკლავდება ტკივილს და ანთებით პროცესებს. არის რიგი შემთხვევებისა, როდესაც ეს ნაყენი აუმჯობესებს მხედველობისაც. ირანის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კვლევაც კი ჩაატარეს, რამაც უჩვენა, რომ დაფნის ფოთოლი ხელს უწყობს თირკმელში კენჭების მოშორებას და სხეულის ცხიმის შემცირებას.

ყველასათვის ცნობილია, რომ ვაშლს არაერთი სასარგებლო თვისება აქვს. იგია ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ანტიოქსიდანტი. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამასთანავე, ვაშლი გრიპისა და გაციების დროს ერთ-ერთი შეუცვლელი საშუალებაა, ამიტომ იყო, რომ ჩვენი წინაპრები ხშირად ხარშავდნენ ვაშლის კომპოტს.

ვაშლისა და დაფნისგან მომზადებული სამკურნალო სასმელი აძლიერებს გულს, ამცირებს არტერიულ წნევას, გვეხმარება სტრესის დაძლევაში და კარგ ხასიათზე გვაყენებს.

vashlis dachra.jpg

როგორ მოვამზადოთ?

ამ სამკურნალო სასმლის მომზადება საკმაოდ მარტივია:

1 ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. 1 ლ წყალი ჩაასხით ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ადუღეთ 5 წუთი.

ჩაყარეთ ვაშლის ნაჭრები წყალში, გამორთეთ ცეცხლი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით.

სასმელი გადაწურეთ საცერში.

sasmeli-1663570117.jpg

როდის და როგორ მივიღოთ?

მიღებული სასმელი მიიღეთ დილით უზმოზე ან საღამოს ძილის წინ. მკურნალობის სრული კურსი 2 კვირაა.

სურვილის მიხედვით, მზა სასმელს შეგიძლიათ ცოტა თაფლიც დაუმატოთ გემოსთვის. გარდა ამისა, დაფნის ფოთოლთან ერთად დარიჩინის ჩხირის მოხარშვაც შეგიძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ: თაფლისა და დარიჩინის ჯადოსნური სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს