5 რამ, რაც წელს გოგრისგან უნდა მოამზადოთ
გოგრა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია. მისი უამრავი ჯიში არსებობს, მათ შორის შხამიანიც კი. გოგრა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის - ხელისგულისოდენიდან დაწყებული, გიგანტური, 100-კგ-იანი ნაყოფით დამთავრებული; შეიძლება ჰქონდეს მწვანე, ყვითელი, სალათისფერის, ნარინჯისფერი შეფერილობა. გოგრა მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია. მის სასარგებლო თვისებებზე არ შევჩერდებით, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, დღეს კი გიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთათვისაც პირველ რიგში სწორედ გოგრა დაგჭირდებათ.
1. გოგრის არომატული კრემ-სუპი
პირველი კერძი, რომელიც გოგრაზე მახსენდება, კრემსუპია. თანაც, შემოდგომას ხომ ყველაზე მეტად უხდება წვნიანები. ამ გემრიელი სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გოგრა
- გოგრის რბილობი
- მუსკატის კაკალი (ჯავზი)
- მარილი და პილპილი
- სასურველი მწვანილი
- არაჟანი ან ნაღები - 50 მლ
- ზეითუნის ზეთი - 1 სკ
- გოგრის თესლი, მოხალული - 1 სკ
- ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 1 ჭიქა
- რბილი ყველი - 100 გ
- ხახვი - 1 თავი
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
2. „ღააბაქხ ხინგალიშ“ ანუ გოგრის ხაჭაპური
ცომიც მარტივად მზადდება და შიგთავსისთვისაც ბევრი არაფერი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ გახეხილი ყველი ან კარტოფილი შეურიოთ, ძალიან კარგი გამოდის.
დაგჭირდებათ:
შიგთავსი
- შაქარი ან თაფლი
- შავი პილპილი
- გოგრის პიურე
ცომი:
- მარილი - 1 ჩკ
- სოდა - 0.25 ჩკ
- ფქვილი - 1 კგ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
3. გოგრის ფხალი
„ვისაც არ გაგისინჯავთ გოგრის ფხალი, აუცილებლად გასინჯეთ. ძალიან უხდება ღომს, ასევე მჭადსაც“ – ამბობს მირანდა ქაჯაია, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი და რეცეპტს გვიზიარებს.
დაგჭირდებათ:
- გოგრა
- ბროწეული
- მარილი
- ძმარი - 2 სკ
- ცოცხალი ქინძი - 10 ღერო
- ყვითელი ყვავილი
- ბულგარული წიწაკა ხახვი
- მწვანე წიწაკა - 1 ცალი
- ნიორი - 4 კბილი
- ნიგოზი - 100 გრ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
4. გოგრის მაფინები ლიმონის ცედრით
გოგრისგან შესანიშნავი დესერტებიც მზადდება. გიტოვებთ რეცეპტს, რომელიც ციტრუსის არომატის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
- ფქვილი - 2 ჭიქა
- შაქრის პუდრა
- სოდა - 0.5 ჩკ
- ვანილი
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 1 ჭიქა
- მწიკვი მარილი
- ზეთი - 1 სკ
- კარაქი - 120 გ
- ნაღები ან რძე - 100 მლ
- 1 ლიმონის ცედრა
- მოხარშული გოგრის რბილობი - 200 გ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
5. გოგრის ჯემი
ეს არის ნაკლებად ცნობილი რეცეპტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
დაგჭირდებათ:
- ლიმონმჟავა - 1 ჩკ
- შაქარი - 800 გრ
- ფორთოხალი - 2 ცალი
- გოგრა - 1 კგ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ბონუსი: დაგიტოვებთ კიდევ ერთ რეცეპტს. ეს არის გოგრის წვენი, რომლის რეცეპტიც ჩვენმა მკითხველმა ნათია კაჭარავამ გაგვიზიარა.
ინგრედიენტები:
- ლიმონმჟავა - 1.00 ჩკ
- შაქარი
- ცივი წყალი - 2.00 ლ
- ტკბილი გოგრა - 2.00 კგ
მომზადების წესი:
თხელკანიანი ტკბილი გოგრა გავასუფთავე კანისა და კურკებისგან, დავჭერი პატარა კუბიკებად, მზა გამოვიდა 2 კგ, დავფარე წყლით. როცა ადუღდა, დავახურე თავისაბოლოო მოხარშვამდე.
მოხარშული ნაყოფი თავისნახარშში წყლის გარეშე დავაბლენდერე, ჩავასხი იმავე ქვაბში, დავასხი ცივი წყალი 2 ლ(შეგიძლიათ ზამთარში ქილის გახსნის შემდეგაც დაამატოთ წყალი, მე ასე მირჩევნია)
როცა მასა ადუღდა, ქაფი მოვხადე, დავუმატე შაქარი გემოვნებით (ცოტას ვუმატებ) და 1 ჩკ ლიმონმჟავა. ადუღდა და ცხელივე ჩავასხი დასტერილებულ ქილებში, შევფუთე გაგრილებამდე.
თქვენ რას ამზადებთ გოგრისგან?