ავოკადო გაჭერით და მკვახე აღმოჩნდა? - გასწავლით 3 ხრიკს, თუ როგორ შეინახოთ იგი დამწიფებამდე, რომ არ გაფუჭდეს - Gemrielia.ge

ავოკადო გაჭერით და მკვახე აღმოჩნდა? - გასწავლით 3 ხრიკს, თუ როგორ შეინახოთ იგი დამწიფებამდე, რომ არ გაფუჭდეს

ავოკადო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჯანსაღი და სწორი წესით მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ რაციონში. იგი მდიდარია სხვადასხვა მინერალებითა და მიკროელემენტებით, ამცირებს ქოლესტერინის მომატებას, ხელს უწყობს გულის კარგ ფუნქციონირებასა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.

ავოკადო მიეკუთვნება დელიკატურ ხილთა რიცხვს. მისი სწორი გამოყენებისთვის და უნიკალური თვისებების შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ვიცოდეთ მისი შენახვის სწორი პირობები.

ასევე დაგაინტერესებთ: ავოკადო ვიყიდე და ქვასავით მაგარია, რა ვუშველო? – 2 მარტივი ხრიკი ავოკადოს სწრაფად დასამწიფებლად

გასწავლით 3 მარტივ ტექნიკას, თუ როგორ შეინახოთ უკვე გაჭრილი ავოკადო სწორ პირობებში.

avokado1-1670831250.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო?

1. ლიმონი

პირველი და მნიშვნელოვანი რჩევა, არ ამოაცალოთ კურკა, ასე უფრო დიდხანს შეძლებთ შეინარჩუნოთ მისი საკვები კონსისტენცია. შუაზე გაჭრილ ავოკადოს მოაწურეთ ლიმონის ან ლაიმის წვენი, რათა თავიდან აიცილოთ ხილის ჟანგვის პროცესი და გაფუჭება. ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს და ფოლგის ან საკვების შესაფუთი პარკის შეშვეობით შეახვიეთ ისე, რომ მასში ჰაერმა არ შეაღწიოს, შემდგომ შენახეთ მაცივარში.ავოკადოს დამწიფებას 1-დან 3 დღემდე დასჭირდება.

avokado2-1670831311.jpg

2. ზეითუნის ზეთი

შემდეგი მეთოდიც მსგავსი და ძალიან მარტივია. ლიმონისა და ლაიმის ნაცვლად გაჭრილ ავოკადოს უხვად წაუსვით ზეითუნის ზეთი ისე, რომ ნაყოფს კურკა არ ამოაცალოთ. შემდეგ ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს და მჭიდროდ შეფუთეთ ისე, როგორც პირველ შემთხვევაში. შეინახეთ მაცივარში 1-დან 3 დღემდე.

aovkado3-1670831326.jpg

3. ხახვი

ეს მოულოდნელი კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაჭრილი ავოკადო შევინახოთ ისე, რომ არ გაფუჭდეს დღეების განმავლობაში. მაშ ასე, ხახვის ნაჭრები მოათავსეთ კონტეინერში და დაადეთ გაჭრილი ავოკადო. კონტეინერი შეფუთეთ ისე, რომ მასში ჰაერმა არ შეაღწიოს. არ ინერვიულოთ, ავოკადოს გემოვნურ თვისებებზე იგი გავლევას არ მოახდენს.

avokado4-1670831341.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავზარდოთ ავოკადოს ხე სახლში

რომელი მეთოდი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

თიკო ღაჭავა