10 პროდუქტი, რომელსაც მაცივარში შენახვა არ სჭირდება - Gemrielia.ge

10 პროდუქტი, რომელსაც მაცივარში შენახვა არ სჭირდება

ხშირია შემთხვევა, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვისას მაცივარში შენახული პროდუქტები გვიფუჭდება და შესაბამისად გვიწევს მისი სანაგვე ურნაში გადაყრა.ამიტომაც მნიშვნელია ვიცოდეთ თუ რომელი კერძები მოვამზადოთ ასეთი სიტუაციებისგან თავიდან ასარიდებლად და საერთოდ შესაძლებელია თუ არა მაცივარის გარეშე ცხოვრება.გთავაზობთ პროდუქტთა სიას, რომელსაც მაცივარში შენახვა არ სჭირდება

1. კუსკუსი

kuskusi-1671608845.jpg

კუსკუსი იდეალური მარცვალია ორთქლზე მოსამზადებლად. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად მომზადება. დარწმუნდით, რომ კუსკუსის თანაფარდობა მდუღარე წყალთან იყოს მკაცრად დაცული, რომელიც შემდეგია: ერთ ჭიქა კუსკუსს უნდა დაუმატოთ ერთი ჭიქა წყალი. გაითვალისწინეთ, ხარშვისას ქვაბი აუცილებლად თავდახურულ მდგომარეობაში უნდა იყოს. 5-7 წუთის შემდეგ თქვენ მიიღებთ მზა კერძს. ბოლოს დაუმატეთ ზეთი, გემრიელად შეაზავეთ სუნელებით და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

2. შებოლილი ხორცი

xorci-1671608892.jpg

თუ შემწვარ ხორცს სწორი ტექნიკის საშუალებით გამოაშრობთ, მისი შესახვა შესაძლებელია იქნება ორთ თვემდე ვადით. გირჩევთ შეინახოთ საკუჭნაოში ან კარადაში.ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა ინახებოდეს თქვენს მარაგში.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ავარჩიოთ თევზისა და ხორცის შებოლილი პროდუქტები

3. გამხმარი ხილის ჩიფსები|

xili-1671608926.jpg

დღეს მსგავსი პროდუქტის ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში, მაგრამ თუ გსურთ ბევრად ნაკლები თანხა გადაიხადოთ მის დაგემოვნებაში, გირჩევთ თავად მოამზადოთ სახლის პირობებში.ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ გაზის ღუმელი.მაშ ასე, დავიწყოთ: ნებისმიერი ხილი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაშრეთ 10- საათის განმავლობაში 50-გრადუსზე.ვაშლის, მსხლის, გარგარისა და ატმისგან დამზადებული ჩიფსებიუაღრესად გემრიელია.

4. თხილეული

txili-1671609181.jpg

თხილი ხელს უწყობს ჩვენი ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას. იგი მიკროელემენტებისა და ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თხილის მიღება აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას, გარდა ამისა არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

5. ყველი ფეტა

feta-1671609246.jpg

იცოდით, რომ ყველის ეს სახეობა 2 თვემდე ადვილად ინახება მაცივრის გარეშე?ყიდვის ერთადერთი პირობა ის გახლავთ, რომ პროდუქტი არ უნდა იყოდოთ მარილწყალში, იგი უნდა შეიძინოთ ტეტრა პაკეტებში. ეს პაკეტი უზრუნველყოფს ყველის ხანგრძლივ შენახვას მეღალ ტემპერატურაზეც კი.

6. კექსი სხვადასხვა ჩირით

keqsi-1671609294.jpg

ამ კექსს უწოდებენ ინგლისურ საშობაო ნამცხვარსაც. იგი მაცივრის გარეშე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი თავისუფლად ინარჩუნებს საკვებ კონსისტენციას. გირჩევთ მოამზადოთ! კექსის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

7. თაფლი და მოხარშული შესქელებული რძე

tafli-1671609525.jpg

shes-rdze-1671609643.jpg

ეს პროდუქტები შესანიშნავია ბლინებთან ან უბრალოდ პურზე გადასასმელად. მათ არ სჭირდებათ მაცივარში მოთავსება, შედეგად კი მზა ტკბილეული ყოველთვის ხელთ გექნებათ.

8. წიწიბურა

wiwibura-1671609683.jpg

მოხარშული წიწიბურა შეიძლება თავისუფლად შეინახოთ მაცივრის გარეშე3 დღის განმავლობაში. იგი ძალიან სასარგებლო დანოყიერი პროდუქტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სანელებლები ან მოასხათ მცენარეული ზეთი.

9. გამდნარი კარაქი

karaqi-1671609767.jpg

ხარისხიანი კარაქის შენახვა შესაძლეელია ერთ წლამდე ვადით, მთავარია მოარიდოთ მზის სხივებს. ქარაქი უნდა გაადნოთ 110 გრადუსზე რამდენიმე საათის განმავლობაში. გაცივების შემდეგ მიღებული მასა შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც პურთან ან სხვა ტკბილეულთან ერთად ან გამოიყენოთ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ხველა, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი და სხვ.

10. ჰერმენტული კონტეინერები

kontein-1671609805.jpg

ჰერმენტულ კონტენერში შეგიძლიათ თავისუფლად შეინახოთ სხვადასხვა სახის საკვები რამოდენიმე დღის განმავლობაში. მათში მოთავსებით თქვენს პროდუქტებს შეუნარჩუნდება პირველადი სახე და სიჯანსაღე.