რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძის შენახვა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - Gemrielia.ge

რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძის შენახვა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დიასახლისებისთვის საახალწლო სუფრის სამზადისზე ფიქრიც უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ამ დროს განსაკუთრებით დიდი ადგილი სალათებს ეთმობა.

გიზიარებთ მაიონეზიანი სალათების შენახვის ვადებს.

oli1-1672054166.jpg

მაიონეზი - ფრანგული წარმოშობის ცივი საწებელია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სალათებში, მაგრამ როგორც კი სალათას მაიონეზს მოასხამთ, იგი მალევე გახდება ყველაზე მალფუჭებადი კერძი თქვენს სუფრაზე. მაგრამ ისეთ სალათებში, როგორიცაა ოლივიე და კრაბი, არ არის აუცილებელი მომზადებისთანავე მაიონეზის დაუყოვნებლივ დამატება. შეგიძლიათ მოამზადოთ ინგრედიენტები და შეინახოთ ერთმანეთისგან განცალკევებით, სუფრაზე გატანამდე კი შეურიეთ და დაუმატოთ მაიონეზი.

რაც შეეხება შენახვის პირობებს, მაიონეზის გარეშე შეგიძლიათ შეინახოთ 40 საათი, ხოლო მაიონეზით 24 საათი.გთავაზობთ მაიონეზის სახლის პირობებში დამზადებას, რომელის სანახავადაც შეგიძლიათ დააჭიროთ აქ.

shuu-1672055596.jpg

მაგრამ არსებობს ისეთი მრავალფენიანი სალათები, რომლებსაც მომზადებისთანავე სჭირდებათ მაიონეზის დამატებაესენია ყველასთვის კარგად ნაცნობი სალათა " შუბა " და " მიმოზა." გაითვალისწინეთ, მისი შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 24 საათისა.

"შუბას" რეცეპტის სანახავად დააჭირეთ აქ.

"მიმოზას" რეცეპტის სანახავად დააჭირეთ აქ.

kverc-1672055692.jpg

დიასახლისებს მეტი მრავალფეროვნებისთვის ძალიან უყვართ მოხარშული კვერცხის ცილის სხვადასხვა შიგთავსით მომზადება, რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ იგი საახალწლო სუფრაზე საზეიმოდ გამოიყურება. ასეთი ტექნიკით მომზადებული მაიონეზიანი კერძის სწორი პირობების დაცვით შენახვა 72 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

შეიძლება დაგაინტერესოთ: 5 მარტივი რეცეპტი მოხარშული კვერცხისგან.

xal-1672055717.jpg

კიდევ ერთი ძალიან პოპულარული კერძი გახლავთ ლაბასხმული, იგივე „ხალადეცი“. მის მომზადებას არ სჭირდება მაიონეზი, მაგრამ იგი არანაკლებ პოპულარულია საახალწლო დღეებში. მისი შენახვა შეგიძლიათ 4 დღის განმავლობაში.

"ხალადეცი" ოჯახური რეცეპტით, სანახავად დააჭირეთ აქ.