როგორ მივხვდეთ, მზად არის თუ გოზინაყი - 1 ხრიკი და იდეალური გოზინაყი გექნებათ - Gemrielia.ge

როგორ მივხვდეთ, მზად არის თუ გოზინაყი - 1 ხრიკი და იდეალური გოზინაყი გექნებათ

გოზინაყის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. კარგი გოზინაყისთვის თაფლისა და ნიგვზის ზუსტი პროპორციების დაცვაა საჭირო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მომზადების წესის დაცვა. მაგალითად, თუკი თაფლს დიდხანს ადუღებთ, ის დაიწვება და გოზინაყი მწარე გამოგივათ.

იმისათვის, რომ ზუსტად მიხვდეთ, როდის არის გოზინაყი მზად, ერთ მარტივ ხრიკს გაგიზიარებთ.

ასევე დაგაინტერესებთ: „თაფლს დუღილი არ სჭირდება...“ წაიკითხეთ მარი მალაზონიას რჩევები გოზინაყის, თათარასა და სხვა საახალწლო კერძების შესახებ

როდესაც თაფლს ნიგოზს დააყრით, ხშირად მოურიეთ. ნიგვოზს თაფლი კარგად რომ შეერევა, გარკვეული ხანი ცეცხლზე უნდა გააჩეროთ. იმისათვის, რომ მიხვდეთ გოზინაყი მზადაა, მისი მცირე ნაწილი ამოიღეთ და ცივ წყალში ჩააგდეთ. თუ არ დაიშლება, ე. ი. მზად არის.

gozinaki 2.jpg

ნახეთ გოზინაყის რეცეპტები:

„თაფლს არ ვადუღებ, რადგან დუღილის დროს კარგავს ყველა საჭირო თვისებას...“ - გოზინაყი ვაფლის ფირფიტაზე თამო მეფიშვილის რეცეპტით

„გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან

20 წელია ასე ვამზადებ, ბევრი მთხოვს რეცეპტს... - გოზინაყის რეცეპტი უტყუარი შედეგით

ასევე გიტოვებთ რჩევას:

„ამ მეთოდით გოზინაყს წამებში ვაბრტყელებ“ - დიასახლისის ხრიკი, რომელიც დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ