TOP 5 რეცეპტი ქართული საშობაო სუფრისთვის - Gemrielia.ge

TOP 5 რეცეპტი ქართული საშობაო სუფრისთვის

შობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს სრულდება შობის მარხვა, ხსნილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფრაზე ხორციანი კერძები იკავებს ადგილს.

გაგიზიარებთ ტოპ 5 რეცეპტს, რომლებიც საშობაო სუფრისთვის გამოგადგებათ.

1. გურული საშობაო ღვეზელი

საშობაო ღვეზელის ტრადიცია ჩვენში დიდი ხანია გავრცელებულია. შობის წინა დღით თითქმის ყველა ოჯახში მზადდება გურული საშობაო ღვეზელი, რომლის მთავარი ინგრედიენტები ყველი და კვერცხია. თუ გაინტერესებთ, რატომ აქვს გურულ ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა და როგორ ამზადებდნენ ძველად ჩვენი წინაპრები, წაიკითხე აქ, მანამდე კი ჩვენ რეცეპტებს დაგიტოვებთ.

რეცეპტების სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. ლაბასხმული

ჩვეულებრივ, ლაბასხმული, იგივე „ხალადეცი“, საახალწლოდ ბევრ ოჯახში მზადდება. მომარხულეები სწორედ შობას მიირთმევენ წინასწარ მომზადებულ ლაბას.

რეცეპტების სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. კუპატი

კიდევ ერთი ხორციანი კერძი, რომელიც საშობაო სუფრაზე ხშირად გვხვდება, კუპატია.

ნახეთ: როგორ უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი კუპატი?

4. ღორის ხორცი

ღორის ხორცი, ჩვეულებრივ, სწორედ საშობაოდ ჩნდება ბევრი ოჯახის სუფრაზე. შეგიძლიათ მწვადი შეწვათ ტაფაზევე ან უფრო ორიგინალურად მოამზადოთ.

goris-xorci2-1664274821.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. კოლიო

და ბოლოს, რა თქმა უნდა, კოლიო, იგივე წანდილი. შობის დღესასწაულზე კოლიოს (იმავე წანდილის) მომზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. საწანდილე/საკორკოტე პურის მარცვალი ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა დაერჩიათ და მოსახარშად ჩაედგათ. მას ხახვით, მარილით და ნიგვზით ან თაფლით/შაქრით და ნიგვზით კმაზავდნენ.

ნახეთ კოლიოს მომზადების ტრადიციული რეცეპტი.

თქვენ რას ამზადებთ საშობაო სუფრისთვის?