5 დიეტური პროდუქტი, რომელიც წონის კლებასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას
დღიური რაციონის მკაფიოდ შემცირება და სხვადასხვა ექსპრეს დიეტების გამოყენება, წონის სწრაფი კლებისთვის გვეხმარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ორგანიზმს დიდი სტრესის წინაშე ვაყენებთ. ამასთანავე შიმშილის გრძნობა სულ თან დაგვყვება, რაც ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს და რაც ყველაზე ცუდია, დაკლებულ კილოგრამებსაც მალევე ვინაზღაურებთ.
ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არსებობს გამოსავალი, რითაც შეგვიძლია თავი დავაღწიოთ დიეტის დროს შიმშილის შემაწუხებელ გრძნობას, მაცივარში ხშირი ჩაჭყიტვის გარეშე.
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტების სიას, რომელიც თქვენს დიეტას საგრძნობლად გაამარტივებს და რაც მთავარია, მიგაღებინებთ სასურველ შედეგს ყოველგვარი შემაწუხებელი გრძნობის გარეშე.
კვერცხი
ორი მოხარშული კვერცხის მირთმევა თქვენს ორგანიზმს მიაწვდის 140 კალორიას და 12 გრ ცილას, რაც იმას ნიშნავს რომ მიიღებთ ყველა აუცილებელ ამინომჟავას. ისინი, ვინც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბევრად უფრო ჯანსაღად გრძნობენ თავს და დღის განმავლობაში ნაკლებად არიან ჭამისკენ მიდრეკილნი, ვიდრე სხვა პროდუქტის მიღებისას.
შეიძლება დაგაინტერესოთ: დღეში ერთი კვერცხის მიღებამ შეიძლება გულის შეტევისგან გიხსნათ
კარტოფილი
კარტოფილი კვლავ იპყრობს მეცნიერებისა და დიეტოლოგების ინტერესს. ერთი საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს 168 კალორიას, 5 გრ პროტეინს და 3 გრ ბოჭკოს. მასში შემავალი სახამებლის დიდი რაოდენობის გამო, რომელიც მონელებისას გლუკოზად გადაიქცევა, კარტოფილს შეუძლია ორგანიზმს დიდი რაოდენობით ენერგია მიაწოდოს.
შეიძლება დაგაინტერესოთ: გამომცხვარი კარტოფილი სანელებლებით
თევზი
ცილის კიდევ ერთი ეფექტური წყარო გახლავთ თევზი. მისი ცხიმოვანი ჯიშები მაგალითად, როგორიცაა ორაგული, დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ს. კვლევებმა აჩვენა, რომ თევზის ხშირი მიღება დიდი ხნით შეგანარჩუნებინებთ სასურველ წონას, ვიდრე, მაგალითად, საქონლის ხორცის მიღება.
შეიძლება დაგაინტერესოთ: თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
ოსპი
ამ სიაში ოსპის არსებობა გასაკვირი არ არის, რადგან იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უთვალავ სასარგებლო თვისებებთან ერთ-ერთი გამორჩეული დიეტური პროდუქტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ზედმეტი წონის კლებას. შეგიძლიათ მისგან სხვადასხვა სახის ნოყიერი და გემრიელი კერძი მოამზადოთ. 100 გრ მოხარშული ოსპის კალორია სულ რაღაც - 111 - ს შეადგენს, ცილები - 7,8 გრ, ცხიმები - 0.4, ნახშირწყლების შემადგენლობა კი - 20.1 გრ-ს.მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ, ისინი ვინც პურისა და მაკარონის მაგივრად ოსპს მიირთმევენ 31%-ით უფრო დანაყრებულად გრძნობენ თავს.
შესაძლოა დაგაინტერესოთ: ოსპი – საუკეთესო საკვები კუჭნაწლავისა და ბევრი სხვა ორგანოსთვის
ნუში
თუ ეძებთ იდეალურ წასახემსებელს, რომელიც დიდი ხანით გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას, არჩევანი ნუშზე შეაჩერეთ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღის განმავლობაში ნუშის მიღება აქვეითებს შიმშილის გრძნობას და რაც მთავარია გაკარგვინებთ დიდი რაოდენობით საჭმლის მიღების სურვილს.
ნუშის მიღების დღიური ნორმა ერთი მუჭა გახლავთ, (დაახლოებით 22 - ც) რომელიც შეიცავს 160 კალორიას, ჯანსაღ ცხიმს, 3 გრამ ბოჭკოს, 6 გრამ ცილასა და რაც მთავარია შეიცავს E ვიტამინის დიდ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.
შესაძლოა დაგაინტერესოთ: ნუშის რძე - საოცრად სასარგებლო და გემრიელი
კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენეული სასარგებლო და ჯანსაღი ხრიკები წონის კლებისთვის.