რაში გამოვიყენოთ თხელი ლავაში -7 მარტივი და იაფი იდეა - Gemrielia.ge

რაში გამოვიყენოთ თხელი ლავაში -7 მარტივი და იაფი იდეა

თხელი ლავაშისგან გემრიელი საუზმეულის მომზადება შეიძლება, რომლითაც სუფრას გავალამაზებთ ან წასახემსებლად გავიყოლებთ. თუ 30 წუთით მაცივარში გავაჩერებთ, ლამაზ რგოლებადაც დაიჭრება. გთავაზობთ სხვადასხვა გულსართის რეცეპტებს ლავაშისთვის.

1. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ, დავამატოთ მაიონეზი, კამა, ნიორი, მარილი, პილპილი. შეგვძლია ცოტა გახეხილი ყველიც დავამატოთ. წავუსვათ ლავაშს და გადავახვიოთ რულეტივით.

2. 200 გ ხაჭოს დავამატოთ კამა, ნიორი და ცოტა მაიონეზი ან არაჟანი.

3. 1 ქილა თევზის კონსერვს დავამატოთ ცოტა მაიონეზი, მწვანილი და ყველი.

12_SklEMs3.jpg

თხელი ლავაშის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. დამარილებული ქაშაყის ფილე წვრილად დავჭრათ, დავამატოთ 3 წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მაიონეზი, კამა, მოხარშული, გახეხილი სტაფილო.

5. 200 გ მსხვილად გახეხილ ლორს დავამატოთ გახეხილი სტაფილო, კამა, მაიონეზი და გადავურიოთ.

6. უმი სტაფილო გავხეხოთ, დავამატოთ ჩხირებად დაჭრილი კიტრი, პამიდორი, ნიორი, კამა, არაჟანი და ცოტა ზეითუნის ზეთი . მოვაყაროთ მარილი და პილპილიც.

7. ლავაშს წავუსვათ მდნარი ყველი ან კრემ-ყველი. დავალაგოთ დამარილებული ორაგულის თხელი ნაჭრები, კამა, პილპილი და გადავახვიოთ რულეტივით.

ნახეთ: კიდევ 5 კერძი თხელი ლავაშით

თქვენ რას ამზადებთ ხოლმე?