„ქადის გულსართი სულ შრება.. რა უნდა გავაკეთო, რომ ნოტიო იყოს?“ - რჩევები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„ქადის გულსართი სულ შრება.. რა უნდა გავაკეთო, რომ ნოტიო იყოს?“ - რჩევები დიასახლისებისგან

რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ქადა არ უყვარს. ამ სტატიაში არ დავიწყებთ მისი წარმომავლობის გამორკვევას, მთავრი ის არის, რომ კარგი ქადა კარგია!

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქადა თავისი გულსართით ფასობს. მისი მომზადებისას მთავარი პრობლემა, რასაც დიასახლისები აწყდებიან, ისაა, რომ გულსართი შრება და მაგრდება, შესაბამისად ქადა აღარ არის ნოტიო - ანუ ისეთი, როგორიც უმრავლობას გვიყვარს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ქადის გულსართი ნოტიო დარჩეს და არ გამოშრეს? რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

1. არ დაინანოთ კარაქი

ქადას ცხიმი ხდის ნოტიოს, შესაბამისად საჭიროა დოზები სწორად გათვალოთ და კარაქი არ დააკლოთ. გულსართი თუ მშრალია, ქადა გაგრილების შემდეგ მალე გამოშრება და გამაგრდება.

qada_pcwaTMR.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. დაუმატეთ ზეთი

თუკი კარაქზე ეკონომიის გაკეთება გსურთ, მაშინ საქმეში ჩართეთ ზეთი. დაუმატეთ გულსართს ცოტა ზეთი, ოღონდ მცენარეული, რომ გემო არ შეუცვალს (თუმცა, ხომ იცით, ღორის მუცლის ცხიმითაც აკეთებენ ქადას).

3. გამოიყენეთ რძე

შეიძლება ეს რჩევა გაგიკვირდეთ, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტურია. გულსართს რომ მოშუშავთ, ცოტა რძე დაუმატეთ და ისე გადაანაწილეთ ცომზე.

qada1-1677758385.jpg

სამარხვო ქადების რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. კვერცხის ცილა დაუმატეთ

ეს ხერხი ასევე ეფექტურია. შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც უბრალოდ ცილა, ასევე ამოყვანილიც. ორივე შემთხვევაში შედეგი მშვენიერია.

5. ღუმელში დიდხანს არ გააჩეროთ

თუნდაც დოზები სწორად გათვალოთ და ცხიმი არ დააკლოთ, ქადა მაინც გამოშრება თუკი ღუმელში დიდხანს გააჩერებთ. გაითვალისწინეთ რეცეპტში მითითებული დრო, თუმცა ასევე გახსოვდეთ, რომ ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. ცოდნა გამოცდილებაში მოდის, სცადეთ რამდენჯერმე და თავად მიხვდებით იდეალურ დროსა და ტემპერატურას.

სასარგებლო იყო ეს რჩევები? თქვენ როგორ ამზადებთ ხოლმე?