TOP 3 დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაახვედროთ დრაკონს საახალწლო სუფრაზე - Gemrielia.ge

TOP 3 დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაახვედროთ დრაკონს საახალწლო სუფრაზე

მწვანე ხის დრაკონი დიდი გურმანია. ასე რომ, საახალწლო სუფრაზე დესერტების გარეშე არ არ შეიძლება. სხვათა შორის, ეს დესერტები მარტივად უნდა მზადდებოდს. მომავალი წლის მფლობელის მთავარი მოთხოვნაა ის იყოს გემრიელი და ლამაზად გამოიყურებოდეს.

ნაპოლეონის ნამცხვარი კენკრით

napoleonideserti-1700562842.jpg

ყველასთვის საყვარელი ნაპოლეონი თურმე დრაკონსაც ძალიან უყვარს, მითუმეტეს თუ დესერტს ხილსაც დაუმატებთ.

ინგრედიენტები:

ცომი:

  • კვერცხი 2 ცალი
  • ძმარი 4 სკ.
  • ზეთი 3 სკ.
  • არაყი 4 სკ.
  • ლიმონმჟავა 0.5 ჩკ.
  • მარილი 1 ჩკ.
  • წყალი 700 მლ.
  • ფქვილი 1 კგ.
  • ფქვილი 400 გ.
  • მარგარინი 800 გ.

კრემი:

  • რძე - 1 ლ.
  • შაქარი - 300 გ.
  • სახამებელი - 4 სკ.
  • ფქვილი - 4 სკ.
  • კარაქი - 300 გ.
  • მოუხარშავი შესქელებული რძე - 5 სკ.
  • ვანილი - 2 ცალი

მომზადების წესი:

ფენოვანი ცომის ინგრედიენტები, აუცილებლად უნდა იყოს ცივი, თასში მოვათავსე კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი, ავთქვიფოთ, რომ კვერცხი კარგად გაიხსნას, და ვუმატებთ დარჩენილ ინგრედიენტებს ეტაპობრივად, ცომი კარგად დავამუშაოთ, ფქვილი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს ელასტიური. კარაქი გავყავი 6 ნაწილად. ცომი კი 2 ნაწილად. ვიღებთ ცომის ერთ ნაწილს, ვაბრტყელებთ, წავუსვამთ კარაქის ერთ ნაწილს, გადავკეცავთ და მაცივარში ვათავსებთ 1 საათი, ასე ვიმეორებთ 3-ჯერ, თითო ცომის ნაწილზე. ბოლოს კი მაცივარში ვტოვებთ, ერთი დღის განმავლობაში. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კენკრა.

კრემის მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე, შემდეგ თბილ რძეში, გავხსნათ სახამებელი, ფქვილი და შაქარი, ვურიოთ განუწყვეტლივ, ბოლოს გადმოვიტანთ, ცხელ ფაფას ჯამში, დავაფარებთ სამზარეულოს პარკს, გავაციებთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე გავთქვიფოთ, ოთახის ტემპერატურის კარაქი და შესქ რძე, ს/კ დახმარებით დავუმატოთ ცივი ფაფა ვანილინი. ცომი, დავჭრათ სასურველ ზომაზე და ვაცხობთ მაღალ ტემპერატურაზე (250 გრადუსზე).

შტრუდელი ნაყინით

shtudeli-1700563923.jpg

აღარ დახარჯოთ საათები ფენოვანი ცომის მომზადებაზე. შეგიძლიათ შეიძინოთ იგი მზა მაღაზიაში და ძალიან სწრაფად გამოაცხოთ ყველაზე სადღესასწაულო დესერტი - საახალწლო შტრუდელი ვაშლით და ნაყინით.

ინგრედიენტები:

  • შაქრის პუდრი 40 გ.
  • საფანელი 50 გ.
  • ვაშლი 6 ც.
  • ფქვილი 270 გ.
  • ზეთი 50 მლ.
  • ნიგოზი 100 გ.
  • დარიჩინი 1 ჩკ.
  • კარაქი 120 გ.
  • შაქარი 50 გ.
  • ქიშმიში 80 გ.
  • ლიმონი 0.5 ც.
  • ვანილის ნაყინი

მომზადების წესი:

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი, ზეთი და 125 მლ წყალი, მოზილეთ ცომიის უნ და იყოს რბილი და ელასტიური.მოაგუნდავეთ ცომი, გადაუსით ზეთი, გაახვიეთ ცელოფანში და დადგით 30-40 წთ-ით. ქიშმიში გავრეცხოთ, გავაშროთ, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი. აქვე დავამატოთ დაჭრილი, გათლილი ვაშლი, რომელსაც ლიმონის წვენს დავასხამთ, შემდეგ შაქარი და დარიჩინი მოვაყაროთ.დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი მსუბუქად.შემდეგ ეს ცომი გადაიტანეთ სუფთა ტილოზე რომელზეც ასევე ფქვილი იქნება მოყრილი.შეყავით ხელი ცომის ქვეშ და ხელის გულით ქვემოდან და ფრთხილად წელეთ ცომი იქამდე რომ ქვეშიდან ჩანდეს ტილოს ნახატი, ერთი სიტყვით ცომი საკმაოდ თხელი უნდა იყოს. ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ რომ ცომი არ გამოშრეს, მაგრამ არც გაიხეს.წაუსვით ცომს გამდნარი კარაქი და მოაყარეთ საფანელი. ნაპირამდე 4-5 სმ თავისუფალი დატოვეთ, ერთ ბოლოს კი 15 სმ, ეს იქნება შტრუდელის ზედა ხრაშუნა ფენა. შემდეგ მოაყარეთ გულსართი. გადაახვიეთ შტრუდელი ისე, რომ თავისუფალი ბოლო ზემოდან მოექცეს. გადახვევის დროს შემოუკეცეთ გვერდებიც, გადაიტანეთ შტრუდელი ნაკეცით ქვეშ საცხობ ფურცელზე, სადაც ცხიმწასმული ფოლგა ან საცხობი ქაღალდია ჩაფენილი.გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წთ-ით. გამოცხობის დროს შტრუდელს 1-2-ჯერ წაუსვით კარაქი. მზა შტრუდელი გამოიღეთ ღუმელიდან, გადაიტანეთ ფოლგასთან ერთად ბადეზე და კიდევ წაუსვით ცოტაოდენი კარაქი.ცხელსვე დააყარეთ შაქრის პუდრა სქლად. სუფრასთან მიიტანეთ თბილი, საშუალო ზომაზე დაჭრილი. ბოლოს გასაფორმებლად გამოიყენეთ ვანილის ნაყინი, რომელიც ძალიან უხდება.

ხურმის დესერტი

desertixurmit-1700565097.jpg

დრაკონს ძალიან უყვარს ხილი, ამიტომაც ეს საოცრად გემრიელი დესერტი საახალწლოდ ძალიან ესიამოვნება.

ინგრედიენტები:

  • ხურმა, საშუალო ზომის 6 - 7 ც.
  • მძიმე კრემი (33%) 1 ჭიქა
  • გრანულირებული შაქარი 1 ჭიქა
  • ფქვილი 2 ს.კ.
  • ვანილის შაქარი 1 პაკეტი
  • კვერცხი 2 ც.
  • წყალი 1 ლ.
  • ფორთოხალი 1 ც.

მომზადების წესი:

ჯერ ხურმა მოხარშეთ სიროფში. ამისათვის გახსენით შაქრის მთელი რაოდენობა წყალში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ხურმა ფრთხილად გადაიტანეთ სიროფში, დაბალ ცეცხლზე, მოხარშეთ დაახლოებით 3-4 წუთი და დაუყოვნებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. ფორთოხლის ცედრა ამოიღეთ და გამოწურეთ წვენი. წვენი გადაწურეთ. ხურმის ცხელ სიროფს დაუმატეთ წვენი და ცედრა და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე ნელ-ნელა რომ გაცივდეს. სიროფით გაციებული და გაჯერებული ხურმა ფრთხილად ამოიღეთ და კანი მოაცილეთ. გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ცალკე ათქვიფეთ კვერცხები ვანილის შაქართან ერთად, სანამ თეთრ ფერს არ მიიღებს და არ შესქელდება. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ნაღები. ხურმას ზემოდან დაასხით კრემისებრი მასა და გამოაცხვეთ 180 C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი კერძები უნდა დაახვედროთ დრაკონს საახალწლო სუფრაზე 2024 წელს?

როგორ მოვამზადოთ სამარხვო შტრუდელი

საშემოდგომო ნამცხვარი სწორედ ასეთი უნდა იყოს - ნაპოლეონი ვაშლით