ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, თმის ცვენა, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალის უპეების ჩაშავება - გიორგი ღოღობერიძე ამ სიმპტომების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს - Gemrielia.ge

ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, თმის ცვენა, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალის უპეების ჩაშავება - გიორგი ღოღობერიძე ამ სიმპტომების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

თუ დაღლილობის განცდა გაწუხებთ და მაგალითად, მესამე სართულზე ცხოვრობთ, ერთ სართულს რომ აივლით, იღლებით, რამდენიმე მეტრის გავლისას გული გიჩქარდებათ, თმა უფრო მეტად გცვივათ, ვიდრე აქამდე გცვიოდათ და ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაშავებული გაქვთ და გგონიათ, რომ ეს ჩივილები ყოველდღიურობის ნაწილია - ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" აღნიშნული სიმპტომების ყველაზე ხშირად გამომწვევ მიზეზს ასახელებს:

- თუ ადვილად იღლებით, გული გიჩქარდებათ, თმა გცვივათ, ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაგიშავდათ, ეს ყველაფერი შეიძლება რკინის დეფიციტით იყოს გამოწვეული, რადგანაც ამ შემთხვევაში სხეულში ჟანგბადი ძალიან ცოტაა და მის გარეშე ძალიან გვიჭირს.

რკინის დეფიციტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქალებზე ვლაპარაკობთ, გოგონებში, როგორც წესი, ეს ჩივილები მენსტრუაციის დროს მოჭარბებული სისხლდენითაა გამოწვეული. თუ მენსტრუალური ციკლი 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, სისხლდენა 80 მლ-ზე მეტია, ამას შეუძლია რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. როგორც წესი, 40 მლ-ზე მეტ სისხლს არ უნდა კარგავდეთ და თავად მენსტრუაცია ტიპურად, 3-5 დღეზე, მაქსიმუმ 7 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს. უფრო დიდი დროით როცა გრძელდება, მეტ სისხლს კარგავთ და ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალბუდეების ჩაშავება გივითარდებათ...განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: