"შეეცადეთ, თქვენს ყოველდღიურობაში თევზეული კვირაში 2 პორციაზე მეტი, ხილეული კი 3-5 პორციაზე უფრო მეტი იყოს" - როგორ შევამციროთ გულის შეტევის, ინფარქტის რისკი და რა იწვევს მას ყველაზე ხშირად?
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "შენი დილა" განმარტავს, რა იწვევს გულის შეტევას ყველაზე ხშირად და როგორ შევამციროთ რისკები:
- მიოკარდიუმის ინფარქტი საზოგადოებაში უფრო მეტად გულის შეტევის სახელითაა ცნობილი და ბევრი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს შემდეგი რამ ხდება: კორონარებში, ანუ გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის გადინება მცირდება, ან საერთოდ ჩერდება, რის გამოც გულის კუნთი სისხლს ვეღარ იღებს. სწორედ ამიტომაა, რომ გულის კუნთი კვდება. რადგანაც გულის კუნთი კვდება, ამას ბევრი გართულება მოჰყვება, მათ შორის, ეს შეიძლება, არითმია, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, კომა, ან სიკვდილი იყოს. ეს ძალიან სახიფათოა და ამას შესაძლოა, სწორედ რომ, პაციენტის გარდაცვალება მოჰყვეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა უწყობს ხელს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას და როგორ შევამციროთ რისკები:
- როგორც წესი, ეს დაავადება გულის მკვებავ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზით, ანუ ე.წ. ცხიმის დაგროვებითაა გამოწვეული. სისხლში ქოლესტეროლის მომატებული შემცველობა მიოკარდიუმის ინფარქტის ლოგიკური რისკფაქტორია.
- ასევე, მწეველობაც. მწეველობა შემთხვევათა 36%-ში სწორედ რომ მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
- გარდა ამისა, რისკფაქტორია ცუდი ფიზიკური აქტივობა, ან ფიზიკური აქტივობის არარსებობა.
- რისკფაქტორია ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენება და სხვა მავნე ჩვევები.
ასევე დაგაინტერესებთ:
მოიმატებთ თუ არა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე კვებით? - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე