5 კერძი, რომელიც უნდა მოამზადოთ, თუ დედამთილის გულის მოგება გსურთ!
დედამთილის გულის მოგება არცისე მარტივია. თუმცა, კულინარიული მოხერხებულობით მათ გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. მოგიმზადეთ 5 რეცეპტი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მთელ ოჯახს შეაყვარებთ თავს!
1) რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს , სიის თავში ხაჭაპურია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველამ იცის მისი მომზადება, იშვიათად თუ შევხვდებით დიასახლისს, რომლის საფირმო კერძი ხაჭაპურია. ამიტომ, გთავაზობთ განსაკუთრებულ რეცეპტს - განსაკუთრებული ინგრედიენტებით!
უგემრიელესი ხაჭაპურის იშვიათი რეცეპტი!
2) მეორე ადგილზეა სალათი ,,მიმოზა". ,,მიმოზა" გამოირჩევა ორიგინალური ვიზუალითა და დაუვიწყარი გემოთი. თუ ამ სალათის მომზადებას გადაწყვეტთ, მზად იყავით იმისთვის,რომ კიდევ ხშირად გთხოვენ მის მომზადებას.
3) თუ ურთიერთბის დათბობა გვსურს,დამეთანხმებით გემოც უნდა დავატკბოთ. თუმცა, პირველ ჯერზე არ გირჩევთ მძიმე, კრემიან ნამცხვარს. ჯობს, მარტივი და საოცრად გემრიელი ვაშლის ნამცხვარი მოუმზადოთ.
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ვაშლის ნამცხვარი!
4) მსოფლიო კულინარიის გამორჩეული კერძებიც რომ მოამზადოთ, დამიჯერეთ, თუ ყოველდღიური , ტრადიციული ვახშმის მომზადება არ იცით, ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი მინუსი. ჩვენი შემდეგი რეკომენდაციაა, მოამზადოთ გუფთა.
გუფთის საუკეთესო რეცეპტი – ნაცადია!
5) ქართველი დიასახლისების წარმოდგენით აჩმა რთულად მოსამზადებელი კერძების სიაშია. შეიძლება ითქვას,რომ ასეცაა - მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას. თუმცა, ყველაფერი გაგიმარტივდებათ,თუ მომზადებისას სრულყოფილი რეცეპტით იხელმძღვანელებთ.