პროდუქტები წონის კლებისთვის,რომლებიც დაგანაყრებთ - Gemrielia.ge

პროდუქტები წონის კლებისთვის,რომლებიც დაგანაყრებთ

 

ყველა ქალის ოცნებაა, ჭამდეს და წონაშიც იკლებდეს. ეს რომ რეალობად ვაქციოთ, გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც წონაში კლებაში დაგეხმარებათ,თანაც დაგანაყრებთ.

 

გამომცხვარი კარტოფილი

 

Related image

 

როგორც ვიცით, კარტოფილი შეიცავს ნახშირწყლებს, რაც გვეხმარება,დავნაყრდეთ მარტივად. შემწვარი კარტოფილისგან განსხვავებით, თუ მას გამოვაცხობთ ღუმელში, არ დაკარგავს სასარგებლო თვისებებსა და ვიტამინებს. ღუმელში მომზადებული კარტოფილის მირთმევის შემდეგ სიმაძღრის განცდა დიდხანს გაგყვებათ.

გირჩევთ, მიირთვათ გამომცხვარი კარტოფილი კანთან ერთად.

 

ბერძნული იოგურტი

 

ნატურალური,დაბალკალორიული იოგურტი დაბალანსებული , ჯანსაღი კვების განუყრელი ნაწილია და ის წონაში კლებაშიც დაგეხმარებათ. რძეში შემავალი ცილა აქვეითებს მადას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ბერძნული იოგურტი შეიცავს ორჯერ უფრო მეტ ცილას და ნაკლებ შაქარს.

 

польза йогурта


 

 

ვაშლი

 

მოდი, ტრადიციულად ვიტამინებითა და მინერალებით დავიწყოთ,რომელსაც ვაშლი შეიცავს,ესენია : ვიტამინი C, E, B1, B2, B6, PP,კაროტინი, ფოლიუმის მჟავა და მინერალები : კალიუმი, ფოსფორი,კალციუმი,მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი.

ვაშლმჟავა აუმჯობესებს მონელებას, ლიმონისა და ტარტრონული მჟავები კი ნახშირწყლების წვას უზრუნველყოფს და აჩერებს მათი ცხიმად გარდაქმნის პროცესს.

 

полезные свойства яблок

 

სმუზები

სმუზი არ არის მხოლოდ სასმელი,როგორც ბევრ ადამიანს ჰგონია.ეს არის გემრიელი,ჯანსაღი,დაბალანსებული, დაბალკალორიული ნარევი. სმუზები შეიძლება მიირთვათ ლანჩზე ან სადილზე, გააჩნია,რომელ პროდუქტებს აურევთ.

 

იხილეთ:

სასარგებლო და გემრიელი სმუზი "იმუნიტეტი"

4 სასარგებლო, მარტივი და გემრიელი სმუზი საუზმისთვის

მსხვილი ნაწლავის დეტოქსი კიტრისა და ანანასის გემრიელი სმუზით + წონის ეფექტური კლება!

смузи для сжигания жира