რატომ არ ავლებენ გამოცდილი დიასახლისები მაკარონს წყალს - არ დაუშვათ შეცდომა! - Gemrielia.ge

რატომ არ ავლებენ გამოცდილი დიასახლისები მაკარონს წყალს - არ დაუშვათ შეცდომა!

მოხარშული მაკარონი ყველითა და პომიდვრის სოუსით ბევრისთვის საყვარელი სადილია. პასტას მომზადების არაერთი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მისი იდეალური გემოს მთავარი საიდუმლო სწორედ მის მოხარშვაშია.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად სწორად ხარშავთ მაკარონს? თუ გჯერათ, რომ მის მოხარშვას ბავშვიც კი შეძლებს? არის შეცდომები, რომლებსაც მოყვარული კულინარები მაკარონის მომზადებისას ხშირად უშვებენ და ამის გამო მათი საყვარელი კერძი არც ისე გემრიელი გამოდის.

მაგალითად, რამდენჯერ გადაგივლიათ ცხელი, ახალმომზადებული მაკარონისთვის ცივი წყალი? ამას ორი ძირითადი მიზეზის გამო აკეთებენ ხოლმე.

1. როცა მაკარონის სწრაფად გაგრილება უნდათ და

2. როცა სურთ, ამ გზით აირიდონ თავიდან მაკარონის ერთმანეთზე შეწებება.

Image result for варим макароны

რატომ არ შეიძლება ცხელ მაკარონზე წყლის გადავლება?

როდესაც მოხარშულ მაკარონს წყალს ვავლებთ, ამ დროს ჩამოირეცხება სახამებელიც, რომლის დამსახურებითაც მაკარონი სოუსს მარტივად ერევა და გემოსა და ფაქტურასაც უკეთესად წარმოაჩენს. თანაც ცივწყალგადავლებული მაკარონი ბევრად უფრო ადვილად ეწებაბა ხოლმე გაციების შემდეგ.

ასე რომ, თუკი მაკარონისთვის სოუსის მომზდება დაგიგვიანდებათ, მაკარონი გადაწურვის შემდეგ ან ქვაბში ჩააბრუნეთ, ან დიდ ჭურჭელზე გადაიტანეთ და რომ არ შეწებდეს, თავზე თავისივე ნახარში ან 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მოასხით. აქვე გირჩევთ, არასოდეს გადაღვაროთ მაკარონის ნახარში, მისი გამოყენება ნამდვილად შეიძლება.

Related image

როგორ გამოვიყენოთ მაკარონის ნახარში?

დუღილის დროს სახამებელი, რომელსაც მაკარონი შეიცავს, წყალში იხსნება და მოთეთრო, ცხიმიან სითხეს ვიღებთ. გამოცდილი კულინარები მას „თხევად ოქროსაც“ კი უწოდებენ, რადგან იგი პასტის სოუსების დამზადებისას გამოიყენება. ასე სოუსი უფრო სქელი და ერთგვაროვანი გამოდის და სრულიად განსხვავდება წყლისგან დამზადებული სოუსისგან.

შეგიმჩნევიათ თეფშზე მაკარონის გარშემო დაგროვებული სითხე? ეს იმის ბრალია, რომ წყალი ვერ გაიხსნა ცხიმში, რამაც, საბოლოოდ, მთელი კერძი გააფუჭა. მაკარონის ნახარში კი სახამებლის შემცველობის გამო ცხიმში მარტივად იხსნება და ერთგვაროვან, კრემისებრ მასას ვიღებთ. ამიტომ სოუსის მომზადებისას მაკარონის ნახარშის გამოყენებას გირჩევთ.

იდეები მაკარონის კერძებისთვის:

პასტა ფარფალე ცოცხალი პამიდვრის სოუსით

პასტა პესტოს სოუსით და ქათმის ფილეთი

პასტა ტომატისა და ნაღების სოუსში