როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა კარანტინში (+ ახალი რეცეპტები) - Gemrielia.ge

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა კარანტინში (+ ახალი რეცეპტები)


აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის წლის მთავარი რელიგიური დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება, ეს არ გვიშლის ხელს, რომ ის აუცილებელი ტრადიციები შევასრულოთ, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.


ამჯერად თქვენს ყურადღებას სააღდგომო სუფრის იმ ელემენტებზე შევაჩერებთ, რომლებიც სასურველია ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გვქონდეს.


ასევე დაგაინტერესებთ: ორიგინალური იდეები სააღდგომო სუფრის გაფორმებისთვის


პასკა


აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ აუცილებლად მიუჩინეთ მას საპატიო ადგილი სააღდგომო სუფრაზე. თუკი პატარა მაგიდა გაქვთ, ერთი დიდი ზომის პასკა სუფრის ცენტრში მოათავსეთ, დიდი მაგიდის შემთხვევაში კი ორი ან სამი საშუალო ზომის პასკა სუფრის სხვადასხვა მხარეს გაანაწილეთ. ტრადიციულად, საეკლესიო სანთელი პასკის ცენტში ჩაარჭეთ.

 


პასკის ახალ რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომლებიც უკვე ათასობით ადამიანმა მოიწონა.


გურმანების ახალი ჰიტი: ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით 


საოცრად ნოტიო და გემრიელი პასკა პანეტონე - თინა ვაშაკიძე თავის რეცეპტს გვიზიარებს


 

წითელი კვერცხები


შეღებილი კვერცხების გარეშე აღდგომის დღესასწაული მართლაც წარმოუდგენელია. თუკი საღებავი სახლში არ გაქვთ, შემოგთავაზებთ კვერცხის შეღებვის 10 მეთოდს. თითოეული მათგანი ბუნებრივ ინგრედიენტებს მოითხოვს. ამ ათიდან რომელიმე მაინც აუცილებლად იქნება თქვენს სახლში. შედეგად, ბუნებრივი გზით მიღებული და ჯანსაღი შეღებილი კვერცხებით გააფრომებთ სუფრას.

 


ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ


რატომ ვღებავთ სააღდგომო კვერცხებს წითლად და როგორ უნდა შევღებოთ ის თანაბრად? 

 

ჯეჯილი

 

ჯეჯილისთვის ხორბლის დათესვას ორი კვირით ადრე იწყებენ ხოლმე (თუმცა ჩვენ ვიცით მარტივი და გამოცდილი მეთოდი, როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში). კარგად აყვავებული ჯეჯილი თქვენი სუფრის ლამაზი და სიმბოლური ელემენტი იქნება. მათში შეღებილი კვერცხები მოათავსეთ და მაგიდაზე დადგით.

 


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გავახაროთ ჯეჯილი კვერცხის ნაჭუჭში - მარტივი და ორიგინალური იდეა


 

ხორციანი კერძი


ხორცის კერძი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელთაგან რომელიმე აუცილებლად უნდა სცადოთ.

 


პასკა ქათმისა და ბოსტნეულის შიგთავსით - არატრადიციული რეცეპტი


მარტივი და გემრიელი ოჯახური კერძი თქვენი სააღდგომო სუფრისთვის


ხორცის სამეფო ღვეზელი კვერცხით - თქვენს სააღდგომო სუფრას დაამშვენებს!

 

სალათა


სალათები ყველა სუფრას უხდება და არც აღდგომას არ უნდა დავივიწყოთ. მით უმეტეს, შეგიძლიათ, სალათს სიმბოლური დატვირთვა მიანიჭოთ და კვერცხის ფორმა მისცეთ, როგორც ამ რეცეპტშია.

 


ასევე დაგაინტერესებთ: მარტივი და გემრიელი ბოსტნეულის რულეტი თქვენი სადღესასწაულო სუფრისთვის