„წონის დაკლება ყველაზე მარტივი ზაფხულშია!“ - წაიკითხეთ რატომ და როგორ - Gemrielia.ge

„წონის დაკლება ყველაზე მარტივი ზაფხულშია!“ - წაიკითხეთ რატომ და როგორ

ზაფხული ბევრისთვის საყვარელი სეზონია - ბევრი ხილი, მზე, ზღვა, მთა, ცოცხალი ბოსტნეული... მოკლედ, ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ წელიწადის ეს დრო ძალიან გვიყვარდეს. დღეს ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი უნდა მივუმატოთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ზაფხული საუკეთესო დროა წონაში დასაკლებად. 

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად 200-ით ნაკლებ კალორიას ვიღებთ შემოდგომა-ზამთართან შედარებით. ამას გარდა, სიცხეში ჩვენი ორგანიზმი უფრო ნელა გადაამუშავებს საკვებს, შედეგად, უფრო დიდხანს ვგრძნობთ თავს დანაყრებულად.

 

გააგრძელეთ სტატიის კითხვა, რათა გაიგოთ, კიდევ რა მიზეზების გამოა ზაფხული საუკეთესო დრო წონაში დასაკლებად.

 

ფიზიკური აქტივობის მეტი შესაძლებლობა

 

თუკი ზამთარი სახლში მყუდროდ ჯდომასა და ფინჯან ცხელ ჩაისთან ასოცირდება, ზაფხულში ფიზიკური აქტივობის მეტი შესაძლებლობაა - ცურვა, ლაშქრობა, პიკნიკი, მიწაზე მუშაობა, პარკში სეირნობა - თითოეული აქტივობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. რაც მთავარია, ამ დროს წონის კლებაზე ნამდვილად არ ფიქრობთ, ეს ბუნებრივად ხდება.

 

 

ცხიმიანი საკვებისთვის თავის არიდება

 

ჩვეულებრივ, სიცხეში ცხიმიანი საკვები არ გვინდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ორგანიზმი მით უფრო მიისწრაფის ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის, ჯანსაღი სალათებისკენ. შედეგად, მიირთმევთ იმას, რასაც ორგანიზმი გთხოვთ და ამავდროულად, წონაშიც იკლებთ.

 

 

ჯანსაღი წვენები და სმუზები
 

 

ზაფხული საუკეთესო დროა ხილის წვენებისა და ჯანსაღი სმუზებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ხილის უმეტესობა ტკბილია, ამიტომ შაქრის დამატება აღარ დაგჭირდებათ.

 

დაგაინტერესებთ

 

დიეტური სმუზი - მწვანე ნეტარება

ნესვის გამაგრილებელი სასმელი

მაწვნისა და ხილის სმუზი, რომელიც ენერგიით აგავსებთ

 

 

 

მადის დაქვეითება
 

 

კვლევების მიხედვით, ზაფხულში მადა ქვეითდება, რადგან ორგანიზმი სიგრილის შენარჩუნებას ცდილობს. გარდა ამისა, სიცხეში საკვები უფრო ნელა გადამუშავდება, ამიტომ ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში გრძნობს თავს დანაყრებულად.

 

 

მეტი ოფლიანობა
 

 

ოფლიანობა ორგანიზმის სიცხეზე რეაქციაა, რათა მან სიგრილე შეინარჩუნოს. ოფლი გამოიყოფა, ენერგია იზრდება და მეტაბოლიზმი ძლიერდება, ამ დროს ორგანიზმი უამრავ კალორიას წვავს.

 

 

ცოცხალი ხილი და ბოსტნეული
 

 

თუკი ეზოში საკუთარი ხელით კრეფთ ხილსა თუ ბოსტნეულს, ნამდვილად გაგიმართლათ, ამის ფუფუნება ყველას არ აქვს. საკვების შემგროვებლობა, რომლითაც კაცობრიობის გასტრონომიული ცხოვრება დაიწყო, დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, გაკვირვებული დარჩებით, იმდენი კალორია იწვება უბრალოდ ხილის კრეფის დროსაც კი.

 

 

წყლის მიღების მოთხოვნილება
 

 

წყლის მიღება რომ აუცილებელია, ყველამ იცის, თუმცა ზაფხულში მისი დალევა განსაკუთრებით სასიამოვნოც კია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი წყლის მიღებას გვთხოვს ორგანიზმი. წყლის სმა კი, განსაკუთრებით ჭამამდე, სწრაფად დანაყრებაში გვეხმარება.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რამდენი ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ წონის მიხედვით და როგორ მივხვდეთ, რომ ცოტა წყალს ვსვამთ

10 მარტივი ხერხი საკმარისი წყლის მისაღებად მაშინაც კი, როცა არ გვწყურია