რატომ უჩნდება კიტრის მწნილს თეთრი ბუშტუკები და კიდევ 4 შეცდომა, რომელიც მწნილის მომზადების დროს არ უნდა დაუშვათ - Gemrielia.ge

რატომ უჩნდება კიტრის მწნილს თეთრი ბუშტუკები და კიდევ 4 შეცდომა, რომელიც მწნილის მომზადების დროს არ უნდა დაუშვათ

კიტრის მწნილი ზაფხულში თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. იმისათვის, რომ მწნილი იდეალური გამოვიდეს, რეცეპტს ზედმიწევნით უნდა მივყვეთ, თუმცა ამას გარდა რამდენიმე ხრიკის ცოდნაც საჭიროა. თუკი კიტრის მწნილი ამჟავდება, ცუდ ფერს მიიღებს ან ბუშტუკები გაუჩნდება, ე. ი. მომზადების დროს რაღაც შეცდომა დაუშვით. მთელი ზამთრის მარაგი რომ არ გაგიფუჭდეთ, მცირე დეტალებსაც კი ყურადღება მიაქციეთ.

 

სტატიაში წარმოგიდგენთ 5 არასასიამოვნო შედეგს, რაც კიტრის მწნილის არასწორად მომზადების შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს და ამ შედეგების თავიდან არიდების საშუალებებს.

 

1. კიტრი არ არის ხრაშუნა, თუკი არასწორად შეარჩიეთ კიტრის სახეობა ან ზედმეტად დიდი ზომის კიტრი გამოიყენთ. ასევე, შეიძლება, მარილი დააკელით. იმისთვის, რომ კიტრის მწნილი ხრაშუნა და მაგარი გამოვიდეს, დამწნილებისას არ მოაჭრათ კუდები ანუ ბოლო ნაწილი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ კანს მოაცლით, თქვენი კიტრი ბამბასავით რბილი გამოვა. გარდა ამისა, კიტრის მწილს მომზადებისას შაქარს თუ დაუმატებთ, უფრო ხრაშუნა გამოვა.

 

 

2. კიტრი ამჟავდება, თუკი არასაკმარისი მარილი ჩაყარეთ ან საერთოდ დაგავიწყდათ ჩაყრა. სამწუხაროდ, ვერაფერს გამოასწორებთ.

3. კიტრი ცუდ ფერს მიიღებს, თუკი ქილები ცუდად არის გასტერილებული ან მარილწყალს მარილი აკლია. როგორ ვუშველოთ? კიტრები გარეცხეთ, მარილწყალი თავიდან აადუღეთ, ქილები ხელმეორედ დაამუშავეთ. მარილწყალში 1 ლიტრ წყალზე 1 სკ არაყი დაუმატეთ.

4. ქილის ძირში თეთრი ბუშტუკები გაჩნდება, თუკი კიტრი ქილებში ჩალაგებამდე ცივ წყალში არ დაგიყოვნებიათ. სხვათა შორის, საშუალოდ, 2 საათით თუ გააჩერებთ კიტრებს ცივ წყალში, დამწნილებული კიტრი უფრო ხრაშუნა გამოვა. როგორც კი თეთრ ბუშტუკებს შეამჩნევთ, კიტრები ამოალაგეთ, გარეცხეთ და რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ.





5. კიტრი დარბილდება და ფორმას დაკარგავს, თუკი გადამწიფებული, სიბერისკენ გადახრილი კიტრი გამოიყენეთ ან ისინი ძალიან მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილაში. უკვე გადარბილებულ კიტრს აღარაფერი ეშველება, მათი გამოყენება სოუსებში შეგიძლიათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

კიტრის მწნილი გლეხურად 

 

ხრაშუნა კიტრის მწნილი ვაშლით ერთ დღეში!

 

სწრაფად მოსამზადებელი კიტრის მწნილი ბებიების რეცეპტით