თითქმის არავინ ჭამს, მაგრამ საახალწლოდ მაინც ამზადებენ - რა მორჩათ საახალწლო სუფრიდან დიასახლისებს
ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყის, რამდენიმე დასახელების სალათისა და ნამცხვრების გარეშე. ძალიან ცოტაც რომ მოვამზადოთ, რამდენიმე დასახელების კერძი ერთად მაინც ბევრი გამოდის და შემდეგ კვირების განმავლობაში გვიწევს მათი შენახვა, უარეს შემთხვევაში კი გადაყრა, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია.
რა არის კერძი, რომელსაც თითქმის არავინ მიირთმევს, მაგრამ მაინც ამზადებენ და რა დარჩა 2021 წლის საახალწლო სუფრაზე ხელუხლებელი - ნახეთ ასეთი კერძების ტოპათეული.
1. საცივი
2. ტოლმა
3. გოზინაყი
5. ჭარხალი ტყემალში („შეიტანე-გაიტანე“)
8. ფელამუში
9. კუჭმაჭი
10. სტაფილო ნიგოზში
ასევე გაგიზიარებთ რამდენიმე სახალისო ისტორიას საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით:
„ერთხელ სოფელში გავაკეთე ჭარხალი ტყემალში, ბევრი მომივიდა გაკეთება და ბლომად დამრჩა. ხოდა ამ ჩემებსაც მობეზრდათ და იმდენჯერ შევიტანე და გამოვიტანე, ბოლოს მეზობლები მთხოვდნენ: სტუმრები მომდიანო და სუფრის მრავალფეროვნებისთვის მათხოვე შენი ჭარხალიო და ისევ დაგიბრუნებო.“
„მე რაღაცებს ვყინავ, მერე 14-ისთვის გამომაქვს და მეორე ახალ წელს ვხვდებით. ჩემი მეუღლე იძახის: გვამები გამოიტანეო.“
„რასაც არ ცეცხლავენ, არც ვაკეთებ, ურჩიე ახლა ოჯახის წევრებს და იმკითხავე, ვინ რას შეჭამს, შენ კიდე ფეხზე ვეღარ უნდა იდგე დაღლილობისგან.“
თქვენ რისი გაკეთება ინანეთ საახალწლოდ?