5 მიზეზი, თუ რატომ არის თებერვალი საუკეთესო დრო დიეტის დასაწყებად (+ რჩევები მოტივაციისთვის)
5 მიზეზი, თუ რატომ არის თებერვალი საუკეთესო დრო დიეტის დასაწყებად (+ რჩევები მოტივაციისთვის)

დიეტისთვის საუკეთესო დრო თუ არსებობს, ეს ნამდვილად თებერვალია - ზაფხულამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი, მსუყე კერძებიც მობეზრებული გვაქვს და ორგანიზმი განწმენდისთვის მზად არის. ამ სტატიაში გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ არის თებერვალი საუკეთესო დრო დიეტის დასაწყებად.

 

1.    მსუბუქი საკვების მოთხოვნილება ჩნდება

 

ორი ახალი წელი, ბედობა, შობა, ნათლისღება... იანვარი დღესასწაულებით დახუნძლული თვეა, ისევე როგორც ჩვენი ტრადიციული სუფრა. არ აყოვნებენ ზედმეტი კილოგრამები და მთავარი კითხვა, რომელიც იანვრის ბოლოს ჩნდება, ეს არის: როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ. იანვრისგან დამძიმებულებს თებერვალში ბუნებრივად უჩნდებათ მსუბუქი კერძების მიღების სურვილი, ამიტომ დიეტის დაცვა აღარც რთულია და აღარც უსიამოვნო.


ის მითიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, რომ დიეტური კერძები უგემურია. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გჯერათ, აუცილებლად ესტუმრეთ დიეტური კერძების კატეგორიას ჩვენს საიტზე და თავად დარწმუნდებით.

 


2.    წვნიანი ყოველთვის კარგი იდეაა

 


ჩვეულებრივ, თებერვალი სხვა თვეებზე ცივია. ცივ ამინდს კი ყველაზე მეტად ცხელი წვნიანი უხდება. ბოსტნეულის სუპები თუ კრემსუპები სიჯანსაღისა და სიმსუბუქის შეგრძნებას დაგიტოვებთ.


არც ის დაგავიწყდეთ, რომ წვნიანები არა მხოლოდ წონის დაკლებისთვის არის საჭირო, არამედ ზოგადად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის - იმისთვის, რომ კუჭი არ გაზარმაცდეს.

 


3.    კარგი დროა ექსპერიმენტების ჩატარებისთვის

 


ზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ შეგვილია თავს უფლება მივცეთ და დეტოქსკოქტეილები გამოვცადოთ. ორგანიზმის გამაჯანსაღებელი კოქტეილები არა მხოლოდ წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ განწყობასაც ამაღლებს.


თუ ორგანიზმის ამ გზით განწმენდა არ გსურთ, მაშინ 1-კვირიანი დიეტა შეგიძლიათ სცადოთ, რომლის დამსახურებითაც 8 კგ-ს დაიკლებთ (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტების დაცვა მხოლოდ თვეში ერთხელ არის რეკომენდებული).

 


4.    შეგიძლიათ საკუთარი დიეტა შექმნათ

 


თუ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული დიეტები არ გხიბლავთ, დიეტოლოგის გარეშეც შეგიძლიათ თქვენზე მორგებული დიეტა შექმნათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედეგს დააკვირდეთ. ერთ-ერთი წესი ეს არის: არ აიძულოთ თავს ძალით მიირთვათ რაიმე. მაგალითად, ისპანახი თუ არ გიყვართ, ნუ შეჭამთ. ეს გაზრდის მხოლოდ დიეტის დარღვევის შანსს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტკბილეული შეიტანოთ დიდი რაოდენობით.

 

 
5.    მოკლე თვეა

 


ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. თუ ნაკიანი წელიწადი არ დაემთხვა, ხომ საერთოდ - ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ და საუკეთესო დროა 1-თვიანი დიეტის დასაცავად, რადგან „დრო ძალიან სწრაფად გავა“. უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებთ, ისე ჩასრულდება თებერვალი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ისეთ დიეტას მოერიდოთ, რომლის დაცვაც მხოლოდ 3 ან ნაკლები დღით არის რეკომენდებული. ასეთი დიეტების თვეში რამდენჯერმე გამეორებაც კი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს.

მასალის გამოყენების პირობები
02 თებერვალი, 2021
ნანახია: 425