რატომ მირჩევნია გაყინვა დაკონსერვებას და როგორ ვყინავ კენკრას - საჭირო რჩევები გამოცდილი დიასახლისისგან - Gemrielia.ge

რატომ მირჩევნია გაყინვა დაკონსერვებას და როგორ ვყინავ კენკრას - საჭირო რჩევები გამოცდილი დიასახლისისგან

რაც უნდა ბევრი მელაპარაკოთ, რომ გაყინვა ცუდია, ვერა, ვერ დავიჯერებ! ყინული - ეს საუკეთესო კონსერვანტია. ამიტომ პროდუქტების შენახვისას გაყინვის მეთოდის გამოყენება მირჩევნია, ვიდრე კონსერვების ხუფა და მთელი დღე გაზქურასთან ტრიალი. გაყინვის მეთოდის დამსახურებით პროდუქტები ინარჩუნებენ იმ სასარგებლო ვიტამინებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. სანამ რამის გაყინვას გადაწყვეტთ, ჯერ რჩევებს გაეცანით, ხოლო თუკი კონკრეტულად კენკრის გაყინვა გსურთ, რამდენიმე აუცილებელ წესს აქვე გაგიზიარებთ.

 

ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კენკრის გაყინვაში სერიოზული არაფერია: გარეცხავ, გააშრობ, მოათავსებ დახურულ პაკეტებში და ეგაა! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

 

 

ყველა გამოცდილმა და პასუხისმგებლობის მქონე დიასახლისმა იცის, რომ საქმის კეთების დროს ყურადღება დეტალებსაც უნდა მიაქციოს. გიზიარებთ საჭირო რჩევებს, რომელთა დახმარებითაც საყვარელ დესერტებში გამოსაყენებენ კენკრას სწორად გაყინავთ. თუკი რჩევები გამოგადგებათ, კომენტარებში მადლობის გადახდასაც ნუ დაიშურებთ.


მაშ ასე: გასაყინად რაც უფრო ახალ კენკრას შეარჩევთ, შედეგი მით უკეთესი იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ გადამწიფებული კენკრა და ხილი ცუდად ინახება და ასევე გაყინულიც კარგავს ფორმას.


ხილის გაყინვისთვის საყინულეში საუკეთესო ტემპერატურა უნდა მერყეობდეს -18-დან -23 °С-მდე. ასეთ გარემოში კენკრა შეინახება მთელი წლით, თანაც ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. აირჩიეთ სწორკუთხოვანი ფორმები კენკრის ჩასაყრელად. ასე მაცივარში მეტი პროდუქტი მოთავსდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ეშმაკობა: თავდაპირველად მოათავსეთ კენკრა პაკეტებში. პაკეტებს თავი მოუკარით და ამ სახით სწორკუთხა კონტეინერებში მოათავსეთ, რომ გაყინულმა მისი ფორმა მიიღოს. შემდეგ შეინახეთ ფორმების გარეშე - ადგილის გასაოცარ ეკონომიას მიაღწევთ!

 


მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პატარა პორციები მალე იყინება და კარგადაც ინახება. პროდუქტების ხელმეორედ გაყინვა არაფრით არ შეიძლება, ამიტომ წინასწარ გათვალეთ, რა სიდიდის პორციები გინდათ, რომ მიიღოთ.


1. მარწყვის გაყინვისას, დასაწყისში მოათავსეთ ის სწორ ზედაპირზე საყინულეში, აცადეთ ოდნავ მოყინვა და შემდეგ გადაიტანეთ ფორმებში.

2. თუ ჟოლოს ყინავთ, შეარჩიეთ მუქი ფერის კენკრა. კენკრა ცოტა ხნით ჩაყარეთ მოდუღებულ მარილწყალში, რათა მოშორდეს ჭიის კვერცხები. შემდეგ გარეცხეთ თუშფალანგში ცივი წყლით და ეგრევე გაყინეთ.

3. მოცხარი მშრალი უნდა გაყინოთ.

4. ხურტკმელი დაშაქრეთ და ისე გაყინეთ. კენკრა შეიწოვს შაქარს და ძლიერ მჟავე აღარ იქნება.