„ვადუღებთ მანამ, სანამ არ განახევრდება“ - ბადაგის მომზადებისა და შენახვის რამდენიმე საიდუმლო კახეთიდან - Gemrielia.ge

„ვადუღებთ მანამ, სანამ არ განახევრდება“ - ბადაგის მომზადებისა და შენახვის რამდენიმე საიდუმლო კახეთიდან

იდეალური თათარა მხოლოდ კარგად მომზადებული ბადაგით მზადდება. ცნობილია, რომ ყურძნის წვენი მანამ უნდა ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. ამ და სხვა წესების დაცვით მომზადებული ბადაგი მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ. ფიქრია შალაშვილი, რომელმაც ნამდვილი კახური თათარასა და ჩურჩხელების რეცეპტი გაგვიზიარა, ამჯერად ბადაგის მომზადებისა და შენახვის წესს გვიზიარებს:

 

„ყურძენს (რქაწითელს) რომ დავწურავთ, მაშინვე ვიღებთ წვენს 200 ლიტრს და დიდი ქვაბებით ვდგამთ ცეცხლზე. ვადუღებთ იქამდე, სანამ 80-100 ლიტრი არ გახდება, ანუ ვანახევრებთ. პარალელურად ქაფქირით ვხდით ქაფს დუღილის დროს. უკვე განახევრებულ, კარგად დადუღებულ (ქაფქაფა) ბადაგს ვასხამთ 3-ლიტრიან ქილებში და ვხუფავთ,“ - ამბობს ფიქრია.

 

ამოვლებიდან 1 წლის შემდეგ გაჭრილი ჩურჩხელა

 

ბადაგის დიდხანს დუღება აუცილებელია არამხოლოდ იმიტომ, რომ თათარა გემრიელი გამოვიდეს. სრულყოფილი ბადაგით მომზადებულ თათარაში ამოვლებული ჩურჩხელები არ გახმება და მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სირბილეს. თქვენ წარმოიდგინეთ, არამხოლოდ ჩურჩხელა. ფიქრიას თქმით, ნამდვილი ბადაგით მომზადებული თათარა მთელი წელი ინახება მაცივარში ისე, რომ არც ფერს იცვლის, არც გემოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ვიანგარიშოთ, რამდენი ლიტრი ბადაგი დასჭირდება 10 ცალ ჩურჩხელას