მე მაქვს 1 საიდუმლო, რომლის წყალობითაც სააღდგომო კვერცხები თანაბრად იღებება
საერთოდ, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სააღდგომო კვერცხი კი არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა.
წითელ პარასკევს მართლმადიდებელი ქრისტიანები სააღდგომოდ კვერცხებს ღებავენ. ამბობენ, რომ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ დღის რომელ მონაკვეთში შევღებავთ კვერცხებს. ზოგი ენდროთი ღებავს კვერცხებს, ზოგი ხახვის ნაფცქვენს იყენებს, ზოგიც ქიმიურ საღებავებს. ზოგიერ მათგანს ნამდვილად უნდა უფრთხილდეთ. ზოგი ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას და არამხოლოდ წითელი, არამედ სხვა ფერების მისაღებად ჭარხალსა თუ ისპანახს იყენებს.
დაგაინტერესებთ: როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხები ენდროსა და საღებავების გარეშე
ახლა კი გადავალ მთავარზე და გეტყვით 1 ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ კვერცხების თანაბრად შეღებვაში:
თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას კი კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
თქვენ რა მეთოდს იყენებთ?